კარლ გუსტავ იუნგი - მეტამორფოზის სიმბოლოები

შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ
ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის
სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური
არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

გამომცემლობა:
დიოგენე
ჟანრი:
ფსიქოლოგია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
კარლ გუსტავ იუნგი
ენა:
ქართული
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941117817
000010979
29,95 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება