იუკიო მიშიმა - ნიღბის აღსარება

იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება.

განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც - დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი - ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.

„ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“.

გამომცემლობა:
დიოგენე
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
იუკიო მიშიმა
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
იაპონური
მთარგმნელი:
თათია მემარნიშვილი
გვერდების რაოდენობა:
170
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
დიოგენეს ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2020
წონა, გრ:
0,152
ISBN:
9789941115745
000011114
14,95 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება