პიტერ კერი - კელის საძმოს უტყუარი ამბავი

„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს.

წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით. This project has been assisted by the Australian Government through the Australia Council, its arts funding and advisory body.

გამომცემლობა:
დიოგენე
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
პიტერ კერი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე
გვერდების რაოდენობა:
520
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
დიოგენეს ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2020
წონა, გრ:
0,500
ISBN:
9789941117060
მოითხოვე კოდი
24,95 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება