არჩილ სულაკაური - ცისფერი ირემი

დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება!

მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას.

პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს  საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სათავგადასავლო
მკითხველის ასაკი:
9 წლიდან
ავტორი:
არჩილ სულაკაური
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
232
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
მოსწავლის ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941371387
მოითხოვე კოდი
12,90 
მარაგშია
ქულები: 13 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება