ანე ფრანკი - ანე ფრანკის დღიური

ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა…

დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია.

ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსფოლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი.

ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
მსოფლიო კლასიკა / ავტობიოგრაფია
მკითხველის ასაკი:
9 +
ავტორი:
ანე ფრანკი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ჰოლანდიური
მთარგმნელი:
ნელი ამაშუკელი
გვერდების რაოდენობა:
318
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
მოსწავლის ბიბლიოთეკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941370304
000010619
9,90 
მარაგშია
ქულები: 10 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება