ანდრეი პლატონოვი - რჩეული მოთხრობები

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ.

1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო.

კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ, ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.

ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, მას მერე, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ანდრეი პლატონოვი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
მთარგმნელი:
გივი კიკილაშვილი
გვერდების რაოდენობა:
499
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
კლასიკა
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941371462
მოითხოვე კოდი
29,90 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება