ნინო ხარატიშვილი - კატა და გენერალი

"რომანის იდეა ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტმა შთამაგონა"

„კატა და გენერალი" - ესაა დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.

მის რომანში პერსონაჟთა ბედი ერთანეთზეა გადაჯაჭვული და თავს იყრიან სიყვარულისა და სიძულვილის ღერძზე. ისინი არიან კლასიკური ტრაგედიის რანგში აყვანილი მომაკვდინებელი თამაშის ნაწილი...“


"რა გგონია, მსოფლიოში ერთი თავისუფალი რუსი მაინც არსებობს? ვინმე, ვისაც ეს ღირსებია? ჩვენ თავისუფლებას დუმილითა და შეუმჩნევლობით მოვიპოვებთ, თუ არადა, სამუშაო ბანაკი ან, უკეთეს შემთხვევაში, ცხრა კვადრატული მეტრი საკანი გველოდება. ჩვენი თავისუფლება უმოქმედობა და აპათიაა, ან შიში. ამიტომაც ვართ მუდამ სხვისი თავისუფლების მიმტაცებლები, მუდამ სადღაც ვიჭრებით დაუპატიჟებელი სტუმრებივით და სხვისი თავისუფლების მისაკუთრებას ვცდილობთ, რადგან ყველა გვძულს, ვინც ჩვენნაირი არ არის. რადგან ვერ ვიტანთ, თუკი ვინმეს ის აქვს, რაც ჩვენ არასდროს გვქონია და არც არასდროს გვექნება. იცი, რატომ, ბორია? იცი, რატომაა ასე? იმიტომ, რომ ერთმანეთს ვხოცავთ — ისე, როგორც მაშინ, როცა სულ მოკლე დროით დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება გვეღირსა. საერთოდ არ შეგვიძლია თავისუფლება. არ გვინდა“.


ნინო ხარატიშვილი ამ წიგნში საბჭოთა იმპერიის ნანგრევებს შორის გაჩენილ პირდაღებულ უფსკრულებზე გვიყვება. გარემოზე, სადაც პერსონაჟები კლასიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით ეჯახებიან ერთმანეთს.


 კატა ბავშვობისას გერმანიაში ემიგრირებული ქართველი გოგონას მეტსახელია, გენერალი კი, ზრდასრულ ასაკში ბერლინში საცხოვრებლად გადასული რუსი ოლიგარქის. ხოლო ის, ვინც ამ ორ ადამიანს აერთიანებს, ვის გამოც მათი გზები უცნაურად იკვეთება, ჩეჩენი გოგონაა, ნურა.

   ნურას – მშობლიური ხეობიდან გაქცევაზე მეოცნებე გოგონას – ამბავი 1994-1996 წლებში მიმდინარე ჩეჩნეთის პირველი ომის ფონზე ვითარდება, კატა და გენერალი კი მოგვიანებით, ჩეჩნეთის მოვლენებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ამ რომანისთვის სიმბოლური ნივთის, რუბიკის კუბიკის ნაწილებივით უცნაურად ირევა და ლაგდება მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები, პერსონაჟთა ქცევის ღია თუ ფარული მოტივები.

   „კატა და გენერალი“ ახერხებს დაუნდობლად და ზუსტად აღწეროს რუსეთი ოთხმოცდაათიანი წლების გადატრიალების პერიოდში, როდესაც კომუნისტური, ინდივიდუალიზმისგან დაცლილი წყობა ისეთ მტაცებლურ საზოგადოებაში გადაიზარდა, რომელიც ჯერ კიდევ ეყრდნობოდა ძველ სტრუქტურებს და ამის გამო კიდევ უფრო საზარელ იერარქიას ქმნიდა. შთაბეჭდავია!“, – ანდრეას პლატჰაუსი, Frankfurter Allgemeine Zeitung.

   „წიგნს ერთიანად ვყლაპავ, კითხვას ვერ ვწყვეტ, მისი გმირებით ვცხოვრობ, მათზე ვდარდობ და მხოლოდ კითხვა მინდა, სხვა არაფერი. ტექსტი შესანიშნავია და ოსტატურადაა აგებული. ნინო ხარატიშვილი დიდი ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელია“, – ჰაიდე სოლტაუ, NDR Info.


 ნინო ხარატიშვილი უამრავი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი – 1983 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და გერმანულად წერს. მისი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელიც რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი, ბევრ ქვეყანაში იქცა ბესტსელერად და მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ანა ზეგერსის, ბერტოლდ ბრეხტისა და ფრიდრიხ შილერის პრემიები. რომანი „კატა და გენერალი“ კი 2019 წლის გერმანული წიგნის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.



გამომცემლობა:
ინტელექტი
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ნინო ხარატიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
გერმანული
მთარგმნელი:
ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი
რედაქტორი:
ნატო გორდელაძე, გიორგი შარაშენიძე, გვანცა შუბითიძე
გვერდების რაოდენობა:
708
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ყდის დიზაინერი:
იულია ბიურლე ნოვიკოვა
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2024
წონა, გრ:
0,705
ISBN:
9789941315435
000011640
39,95 
არ არის მარაგში
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება