ზაირა არსენიშვილი - კოლაჟი მთვარის შუქზე

ზაირა არსენიშვილის მესამე რომანი, „კოლაჟი მთვარის შუქზე“ აქამდე მკითხველთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ამ ნაწარმოებშიც მოქმედება თელავში ვითარდება, იმდროინდელი მოვლენების ფონზე - მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იწყება და 90-იანებში სრულდება. რომანის მთავარი გმირი, თიკო, თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც რომანს წერს მეფე ერეკლეზე. მას მუზეუმის დირექტორი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის, რა მოხდება...

ზაირა არსენიშვილი მას შემდეგ იქცა ქართველი მკითხველის აღმოჩენად, რაც ხელახლა გამოვიდა მისი რომანები „ვა, სოფელო...“, „რეკვიემი“ და პროზაული კრებული „კენჭები“.


ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ზაირა არსენიშვილის (1933-2015) კლასიკად ქცეულ რომანებს – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და „ვა, სოფელო“. „კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის... უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
16+
ავტორი:
ზაირა არსენიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
511
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941308543
ზაირა არსენიშვილი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი და მწერალია.

განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.

არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.

000009796
17,90 
მარაგშია
ქულები: 18 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება