ტეილორ ჯენკინს რეიდი - ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი

"ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ _ ის? და რატომ _ ახლა? მონიკზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას _ 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან."

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
ტეილორ ჯენკინს რეიდი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
სალომე ჩიტაძე
გვერდების რაოდენობა:
440
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
წლის ბესტსელერი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941356285
16,00 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება