ვლადისლავ შპილმანი - პიანისტი

ვლადისლავ შპილმანმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „პიანისტი: განსაცვიფრებელი ნამდვილი ისტორია კაცისა, რომელიც ვარშავაში გადარჩა“. წიგნში პიანისტი იხსენებს მის მოულოდნელ შეხვედრას გერმანელ ოფიცერთან, რომელმაც კითხა თუ როგორ გადაურჩა ის ამ ყველაფერს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ის პიანისტი იყო. ამის შემდეგ ოფიცერმა მოსთხოვა იმ შენობის ერთ-ერთ ოთახში მდგარ პიანინოზე დაეკრა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოფიცერს პიანისტი არაებრაული წარმოშობის ეგონა, სიმართლის გაგების შემდეგ მაინც არ შეუწყვიტავს მასზე ზრუნვა. მისი უფრო საიმედო ადგილას გადამალვის შემდეგ, ოფიცერს პერიოდულად მიჰქონდა საკვები და გერმანული სამხედრო პალტო, რომელიც გაყინვისაგან იცავდა მას.

შპილმანმა 1950 წლამდე არ იცოდა იმ ოფიცრის სახელი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
ვლადისლავ შპილმანი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
216
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
ომებსა და ადამიანებზე
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941352300

000010135
16,00 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება