არტანუჯი

გამომცემლობა „არტანუჯი“ 2000 წელს ამავე სახელწოდების საისტორიო ჟურნალის ბაზაზე დაარსდა. ვამაყობთ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენი გამომცემლობა ხარისხიან საისტორიო სამეცნიერო-პოპულარულურ ლიტერატურასა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ასოცირდება.

ჩვენი პროფესიონალი გუნდის ენთუზიაზმითა და სიახლის მუდმივი ძიებით შეიქმნა არაერთი პოპულარული სერია: „ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მრავალტომეული“ „თან საკითხავი“,  „უცნობი გრიგოლ რობაქიძე“, „სხვა კლასიკა“, „გავიცნოთ საქართველო“,  „თანამედროვე დრამატურგია“, „ფეხბურთელების ავტობიოგრაფიები“ და სხვ.

ჩვენს ერთგულ მკითხველებში მოწონებით სარგებლობს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული მსოფლიო ბესტსელერების მაღალმხატვრული თარგმანები, ქართული პროზა და პოეზია, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, ლექსიკონები, ალბომები თუ ტურისტული გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, სადაც წარვადგენთ ქართველ ავტორებს და ასევე ვიძენთ საავტორო უფლებებს უცხოური, გამორჩეული წიგნების თარგმნაზე.

ჩვენს ახალ მიმართულებაში – „არტანუჯი ბავშვებისთვის“ პატარა მკითხველი ქართული კლასიკური ლიტერატურის გრაფიკულ ვერსიებსაც შეხვდება და ქართულ ზღაპრულ ზღაპრებსა და მითებსაც. „არტანუჯი“ ლიდერია ღია ბარათების მრავალფეროვნებითა და ხარისხით. თუ უცხოელი სტუმრისათვის საჩუქარს ეძებთ ან საყვარელი ადამიანისათვის დღესასწაულის მილოცვა გსურთ, ჩვენი ბარათები შეგიძლიათ დაიმგზავროთ.

ამ კატეგორიაში პროდუქცია არ არის