ლურჯი ოკეანე

პროექტი "ლურჯი ოკეანე" - ეს არის გამომცემლობა "პალიტრა L" -ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველში დიდი ინტერესიც გამოიწვია. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა ბრაიან თრეისის "მიზნები!" "შეჭამე ბაყაყი", "აკოცე ბაყაყს" და გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი"; სერიიდან "მარტივად" წიგნები - "მართვა მარტივად", "სამუშაოს ძებნა მარტივად", "გაყიდვები მარტივად", "მარკეტინგი მარტივად", "პროექტის მართვა მარტივად" და "რეკლამა მარტივად"; დევიდ ალენის საქმესთან გამკლავების ხელოვნება", მარშალ გოლდსმითისა და მარკ რაიტერის "ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება", ჯეისონ ფრაიდისა და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონის "Rework - ბიზნესი ცრურწმენების გარეშე", ერიკ რისის - "წარმატებული სტარტაპი" და სხვა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გამომცემლობის მიერ შერჩეული ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე დამწყებთათვის. სერიის უპირატესობაც სწორედ ამაში მდგომარეობს - მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს, არამედ ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად.

პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 11.95
  • 60