ქართული მონეტების ოქროს კოლექცია

ეს წიგ­ნი-ალ­ბო­მი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ, ეპო­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას.

წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, მათ შო­რის, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საც.




ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა ხან­გრძლი­ვი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და, ამავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო.
ალ­ბო­მის მფლო­ბელს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, ხე­ლით შე­ე­ხოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცულ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ მო­ნე­ტებს (მე­ტა­ლის ას­ლებს),  გა­ნა­თავ­სოს უნი­კა­ლურ წიგნ-ალ­ბომ­ში. გახ­დეს თა­ვი­სი ქვეყ­ნის გან­ძის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი.
და­ახ­ლო­ე­ბით ნე­კის ფრჩხი­ლის­ხე­ლაა იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი მე­ო­რის მო­ნე­ტა, მაგ­რამ მას­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ზუს­ტად იმე­ო­რებს გე­ლა­თის ტაძ­რის ფრეს­კას, რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლაც თან ერ­თვის წიგნს. და­ვით ნა­რი­ნის მო­ნე­ტას ფო­ტო­მა­სა­ლად დმა­ნი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი შე­ვურ­ჩი­ეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა, რო­მელ­ზეც დე­დოფ­ლის ხელრ­თვა (ფაქ­სი­მი­ლეა) აღ­ბეჭ­დი­ლი და თა­მა­რის ვერ­ცხლის სურა, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ასე რომ, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მისი გაც­ნო­ბით, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბის სურ­ვილ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა მკი­თხველს სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სიც გა­უჩ­ნდეს. ვინ იცის, ეგებ ამ წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ხვალ ჩვენ შეგვცვა­ლონ.
ეს წიგნი მართლაც უნიკალურია, რადგან მასში საქართველოს ისტორია 27 საუკუნის მანძილზე გამოშვებული მონეტებითაა გადმოცემული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მკითხველისთვის ისტორია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელშესახები გახდება.
ამ უპრეცედენტო წამოწყებამ მალევე მიიქცია მკითხველის ყურადღება. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ქართული მონეტების ოქროს კოლექცია” ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
30
ზომა:
21X25
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2016
2007090100861
99,90 
მარაგშია
ქულები: 100 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება