ანდრეი პლატონოვი - ჩევენგური

ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია და მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ.

1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო.

„ჩევენგური“ პლატონოვის ცნობილი რომანია. ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ. რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს, მისი საზრდოობა კი მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ და მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას?

ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, მას მერე, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და კლასიკოსის სახელი მოუპოვა ავტორს.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ანდრეი პლატონოვი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
მთარგმნელი:
გივი კიკილაშვილი
გვერდების რაოდენობა:
492
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
კლასიკა
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941371783
მოითხოვე კოდი
29,90 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება