ჯორდან პეტერსონი - წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი

 „ცხოვრების 12 წესში“ მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნე და კლინიკური ფსიქოლოგიის აღიარებული ექსპერტი, ჯორდან პეტერსონი, ცხოვრებისეული ქაოსის ერთგვარ ანტიდოტს გვთავაზობს - შფოთთან და ღელვასთან გასამკლავებლად მარადიულ ჭეშმარიტებებს გვიზიარებს. „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი“ მისი წინამორბედის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრების დანიშნულების ნაწილი არსებული ცოდნის მიღმიერი სივრციდან და მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტაციის უნარიდან გამომდინარეობს. მაშინ, როცა ჭარბი ქაოსი ბუნდოვანების საფრთხეს გვიქმნის, წესრიგის სიჭარბეს ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობისკენ მივყავართ. შესაბამისად, „წესრიგს მიღმა“ მოგვიწოდებს, დავიცვათ ბალანსი რეალობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს - წესრიგსა და ქაოსს შორის - ამ ორის გზაგასაყარზე მნიშვნელობის საპოვნელად. კაცობრიობის უძველეს მიგნებებსა და დაგროვილ სიბრძნეზე დაყრდნობით, ისევე როგორც ზედმიწევნით პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და პაციენტების მაგალითებზე დაკვირვებით, პეტერსონი გვთავაზობს თორმეტ ახალ პრინციპს უფრო ღირებული ცხოვრების შესაქმნელად. "


ჯორდან ბ. პეტერსონი „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი"

1️⃣ დაუფიქრებლად ნუ აძაგებთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს ან შემოქმედებით მიღწევებს

2️⃣ წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება იყოთ, და მიზანმიმართულად იშრომეთ ამ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად

3️⃣ ნუ გაახვევთ ბურუსში იმას, რაც არ მოგწონთ 

4️⃣ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებლობა იქ იმალება, სადაც უარყოფილია პასუხისმგებლობა

5️⃣ არ აკეთოთ ის, რასაც ვერ იტანთ

6️⃣ დაივიწყეთ იდეოლოგია

7️⃣ რაც შეიძლება გულმოდგინედ იმუშავეთ ერთ რამეზე და ნახეთ, რა მოხდება

8️⃣ სცადეთ, შინ ერთი ოთახი მაინც რაც შეიძლება ლამაზად მოაწყოთ 

9️⃣ თუკი ძველი მოგონებები კვლავაც გტანჯავთ, საგულდაგულოდ და დეტალურად ჩამოწერეთ ისინი 

???? შეადგინეთ გეგმა და შემდეგ გულმოდგინედ იმუშავეთ იმაზე, რომ ურთიერთობაში რომანტიკა შეინარჩუნოთ

1️⃣1️⃣ ნუ მისცემთ თავს უფლებას, გახდეთ ღვარძლიანი, ყალბი ან ამპარტავანი

1️⃣2️⃣ განსაცდელის მიუხედავად, მადლიერი იყავით


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
ბიზნესი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ჯორდან ბ. პეტერსონი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ანა აფციაური
გვერდების რაოდენობა:
424
ზომა:
15,5 X 23,5
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
ლურჯი ოკეანე
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941355943
000010846
19,95 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება