ჰარვარდის სამედიცინო წიგნი

„ჰარვარდის სამედიცინო წიგნი“ ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ შე­მუშავებული კრებულია,

მასზე ჰარვარდის 100-ზე მეტმა სპეციალისტმა იმუშავა. 

წიგნი  კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებისა და სამედიცინო რეკომენდაციების გარდა, პრაქტიკულ რჩევებსა და მარტივ ორიენტირებას გვთავაზობს.  

ამა თუ იმ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მეთოდები მკითხველისთვის ადვილად გასაგები და შესასრულებელია.

წიგნი საოჯახო მედიცინის კატეგორიდანაა და, ამდენად, ის პრაქტიკული სახელმძღვანელო და გზამკვლევია მთელი ოჯახისთვის.

მასში  თავმყრილია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველასთვის აქტუალური და საინტერესოა. დაავადების გამომწვევი მიზეზების ცოდნა და მათი პრევენციის შესაძლებლოა  და თუნდაც დაავადების სწორად მართვის უნარი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პრობლემის დაძლევაში.

 

ამიტომაც ეს წიგნი მართლაც სახელმძღვანელოა ყველა ოჯახისთვის. წიგნში ძირითადად ისეთი თემებია განხილული რომელიც ყველაზე აქტუალური ამ დროისათვის.  ესენია

 

  • წნევის პრობლემები ( ზოგადი მიმოხილვიდან დაწყებული, ანტიჰიპერტენზიული მედიკამნეტების კლასებით დამთავრებული)
  • შფოთვა და ფობიები (შფოთვითი აშლილობა, მისი მიმოხილვა, გამოწვევი მიზეზები და მკურნალობა)
  • დეპრესია (რა არის დეპრესია, რა იწვევს დეპრესიას, დეპრესიის დიაგნოსტირება და მკურნალობა
  • შაქრიანი დიაბეტი  ( გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირება, მედიკამენტეი, ჰიპოგლიკემია და სამომავლო გართულებები)
  • წონის კლება ( რა იწვევს ჭარბწონიანობას, რამდენად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, წონის კლების საკვანძო ელემენტები , კალორიების დათვლა, ფიზიკური აქტივობა, ათი ჩვევა რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, გასახდომი მედიკამენტები, ქირურგიული ჩარევა სიმსუქნის შემთხევაში)
  • კვებითი ალერგია ( საჭმლის მომნელებელი სისტემა, კვებითი აუტანლობა, კვებითი ალერგია.
  • გულის პრობლემები (გულის დაავადება, რისკფაქტორების იდენტიფიცირება, გულის უკმარისობა, არითმია, ინფარქტის სიმპომები, მკურნალობის გზები, ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ანგიოპლასტიკა ან შუნტირება)

ბოლოს კი ახლავს განმარტებითი ლექსკონი.

 მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტრესურსები ინფორმაციის მდიდარი წყაროა, ხშირად სანდო და არასანდო წყაროს გაფილტვრა გათვითცნობიერებულ მკითხველსაც უჭირს, განსაკუთრებით, როცა საქმე სამედიცინო საკითხებს ეხება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჰარვარდის სამედიცინო წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს სწორედ ეს არის: მისი ავტორები სამედიცინო პერსონალი, მედიცინის დოქტორები არიან, რომელთაც გამოცდილებასა და უახლეს აღმოჩენებზე დაყრდნობით ფართო მკითხველისთვის გამოსადეგი სახელმძღვანელო შექმნეს.

წიგნი საკმაოდ მოცულობითია, 500 გვერდისგან შედგება. თითოეული გვერდი კი უხვად ილუსტრირებულია. 



გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მედიცინა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
Harvard Medical School
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ნინო ბელთაძე, ნინო მესტვირიშვილი
გვერდების რაოდენობა:
476
ზომა:
21.5X28
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
წონა, გრ:
1.726
ISBN:
9799941350467
000009858
80,00 
მარაგშია
ქულები: 80 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება