ფილოსოფია – მოკლე ისტორია

ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით.

მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა დროში წამოჭრეს ფილოსოფოსებმა დღესაც აქტუალურია, განურჩევლად იმისა, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში. ავტორი გვარწმუნებს, რომ ფილოსოფია ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია და ისევე, როგორც ათენის ქუჩებში  მოსიარულე სოკრატე, ისიც, სვამს შეკითხვებს, გვიწვევს სამსჯელოდ, მოგვიწოდებს ვიაზროვნოთ.

„ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს, დაწერილია მოზარდებისთვის გასაგები ენით და საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
ფილოსოფია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ნაიჯელ უერბერტონი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
რუსუდან მახათაძე
გვერდების რაოდენობა:
299
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი, სუპაერ გადასაკრავით
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
მოკლე ისტორია
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941371257
000010844
15,90 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება