ქართული სამართლის კლასიკა - წიგნი II

„ქართული სამართლის კლასიკის“ მეორე წიგნში თავმოყრილია საქართველოში იურიდიული განათლების ერთ-ერთი ფუძემდებლის პროფესორ გიორგი ნანეიშვილის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სამართლებრივი აზრის განვითარებაში.


სასიამოვნო ტრადიციად იქცა ზვიად კორძაძის გამომცემლობის მიერ არაერთი კრებულის მომზადება და გამოქვეყნება, რომლებშიც თავი მოიყარა ქართული იურიდიული აზროვნების „დამფუძნებელთა“ მარგალიტებმა, საამაყო წარსულის მდიდარმა მემკვიდრეობამ. შესაბამისად, ბუნებრივი მადლიერების განცდა გიჩნდება კრებულის სამეცნიერო რედაქტორების ასოცირებულ პროფესორ ზვიად კორძაძის და თორნიკე ნემსწვერიძის მიმართ, რომელთა ფასდაუდებელი შრომით იხილა კრებულმა დღის სინათლე და კიდევ ერთი ღირებული გამოცემით გამდიდრდა ქართული
იურიდიული ლიტერატურის წიგნის თარო.
წინამდებარე გამოცემას წინ უძღოდა - „ქართული სამართლის კლასიკა“, წიგნი I, - რომელშიც თავი მოიყარა წინა თაობების ქართველი იურისტი
მოაზროვნეების ნაშრომებმა, რამაც უკეთ ხელმისაწვდომი გახადა ისინი დაინტერესებული პირებისათვის. ამჯერად, ჩვენს წინაშეა არანაკლებ ღირებული კრებული. იგი, ფაქტობრივად, ყველაზე მასშტაბური გამოცემაა, რომელიც მრავალფეროვან ინფორმაციას იტევს ჭეშმარიტად სასიქადულო მოაზროვნის პროფესორ გიორგი ნანეიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მასში სრულყოფილადაა წარმოდგენილი ბიოგრაფიის ის გადამწყვეტი ეპიზოდები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მის უდიდეს მოღვაწედ ჩამოყალიბებასა და მისი, როგორც „მცოდნე პირის“ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობაზე. კრებულში განთავსებული კვლევები და ფაქტობრივი მონაცემები სრულ წარმოდგენას შეუქმნის
მკითხველს გიორგი ნანეიშვილის შესახებ.
კრებულში პროფ. ნანეიშვილის „ნამოღვაწარი“ ლოგიკურადაა სტრუქტურირებული, ჯერ, სამართლის თეორიისა და სამართლის ფილოსოფიის
საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციებია წარმოდგენილი, შემდეგ, საკონსტიტუციო სამართლის სფეროში ნამოღვაწარი, ბოლოს კი, სხვადასხვა
მეცნიერების მიერ მის ნაშრომებზე მომზადებული რეცენზიები. ინფორმაციით მდიდარია კრებულის ის ნაწილი, სადაც გადმოცემულია ქართველი მოაზროვნის, ერთი მხრივ, სამეცნიერო, და, მეორე მხრივ, საუნივერსიტეტო საქმიანობის ფარგლები, რაც ნათელ წარმოდგენას იძლევა გიორგი ნანეიშვილის ეპოქის იურიდიული სამყაროს რეალობაზე. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კრებულის სახით ავტორის არაერთი გამოკვლევა გახდება ცნობილი ფართო იურიდიული საზოგადოებისადმი. ამასთან საინტერესოა, რედაქტორების არჩევანი ტექსტის გადმოცემის ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ორიგინალურ ვერსიებს ეყრდნობა და ავთენტურობის პრინციპის დაცვითაა წარმოდგენილი. წინამდებარე კრებულის გამოცემით მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. ქართული იურიდიული განათლების სათავეებთან მდგომი მოაზროვნის პროფ. გიორგი ნანეიშვილის სიღრმისეული ნაშრომები და, ზოგადად, მოღვაწეობის შედეგი, აქტუალობას დღესაც არ კარგავს და მომავალშიც თვალსაჩინო როლს შეასრულებს ქართული სამართლებრივი მეცნიერების განვითარების ყველა ეტაპზე.


სამეცნიერო რედაქტორები:
ზვიად კორძაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „კორძაძის
საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი
თორნიკე ნემსწვერიძე
სამართლის მაგისტრი (თსუ), „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ იურისტი
სარედაქციო კოლეგია:
ნანა ჭიღლაძე
სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
ქეთევან ერემაძე
სამართლის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის
სკოლის პროფესორი
მარინა გარიშვილი
სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
გოჩა ფერაძე
სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ISBN:
9789941810657
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2019
ენა:
ქართული
რედაქტორი:
ზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე
ფორმატი:
17.5x21.5
გვერდების რაოდენობა:
526
ყდის ტიპი:
მაგარი+სუპერი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
56,00 
გაყიდვაშია
ქულები: 56 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
რედაქტორიზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე