სუროგაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე

ნინო ბოგვერაძის მონოგრაფია ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სამეცნიერო ნაშრომია, რომელშიც შედარებითსამართლებრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით შესწავლილია სუროგაციის სამართლებრივი მოწესრიგების პრობლემები არა მხოლოდ ქართულ რეალობაში, არამედ საერთაშორისო დონეზე. ავტორი სუროგაციის თაობაზე, საქართველოში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს მთელ რიგ რეკომენდაციებს, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ღრმა და ყოვლისმომცველ ანალიზს.

წინამდებარე გამოცემას წინ უძღოდა პროფესორ ნინო ბოგვერაძის მრავალწლიანი, მუხლმოუხრელი, მაღალპროფესიონალიზმე, მაღალ მოქალაქეობრივ ღირებულებებსა და აქტიურობაზე დაფუძნებული შრომა - შრომა, რომელმაც შექმნა ესოდენ ღირებული შედეგი. ამ გადასახედიდან, დიდი სიამაყითა
და კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ დიდი ხნის მანძილზე ამ შრომის, პროფესიული და მოქალაქეობრივი, ვიტყოდი, ბრძოლის მოწმე აღმოვჩნდი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წინამდებარე ნაშრომი, არა მხოლოდ იმ გამოწვევიდან გამომდინარე, რომელსაც იგი ეხება, არამედ ამ გამოწვევის ეთიკური, სამართლებრივი და, არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ მისი, თუნდაც, დემოგრაფიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად შეფასდება არა მხოლოდ სახელმძღვანელო, არამედ სამაგიდო წიგნად ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც აღნიშნულ პრობლემატიკაზე მუშაობს. ერთი წუთით რომ
გვერდზე გადავდოთ სამართლებრივი და სამედიცინო პრობლემატიკა, ან, ზოგადად, სამეცნიერო ტექნოლოგიების მიღწევები,
მათი პრაქტიკაში განხორციელების სამართლებრივი მოწესრიგების დილემები, ნაშრომი ღირებულებითი თვალსაზრისით ეხება სიცოცხილის წარმოშობის, მშობლად ყოფნის და, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანური კვლავწარმობის უფლებას, სულიერი
და მორალური ხედვის კონტექსტში; ადამიანისათვის იმ კატეგორიის უფლებას, როგორიცაა მისი გაგრძელება, უკვდავება სხვა
სამყაროში გადასვლით და ამ უკვდავების აღქმის შესაძლებლობა ამავე სამყაროში. ხოლო დღეისათვის, უკვე დიდი ხანია, სიცოცხლე, ადამიანური კვლავწარმოება და უკვდავება აღარ წარმოადგენენ მხოლოდ ფილოსოფიის, ან ბიოლოგიის, ან ხელოვნების საკუთრებას. და აქ, ხაზი უნდა გაესვას პროფესორ ნინო ბოვერაძის მაღალ პროფესიულ და მეცნიერულ პასუხისმგებლობას, რომელსაც იგი იღებს ზემოაღნიშნული რთული და
კომპლექსური საკითხების და მათი სამართლებრივი ასპექტების კვლევით. ავტორი ამ გამოცემის სახით, წარმატებით აგრძელებს
მისივე წარმატებული სადოქტორო კვლევის განვითარებას უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით და დაინტერესებულ  მკითხველს სთავაზობს უთანამედროვეს გლობალურ, რეგიონულ თუ ლოკალურ ტენდენციებზე დაფუძნებულ მიგნებებს და რეკომენდაციებს. ამით ავტორი იღებს სწორ და თამამ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ პროფესიული წრეების, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე იმ შემოთავაზებებისა და რეგულაციების სახით, რომლებმაც შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს ადამიანისა და საზოგადოების ეთიკურ, მორალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, და ამის უტყუარი მტკიცებულება წინამდებარე წიგნი გახლავთ, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ ეს პროფესიული ხედვები და პასუხისმგებლობა სრულყოფილია, რამეთუ ისინი, როგორც მკითხველი თავად აღმოაჩენს, დაფუძნებულია სათანადო მეცნიერულ კვლევასა და არგუმენტირებულ ლოგიკაზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, თავად საკითხის, როგორც მრავალწახნაგოვანი გამოწვევის ხასიათიდან გამომდინარე, თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ რაიმე თვალსაზრისით წიგნში შემოთავაზებული გზები და წარმოდგენები თამამი ან გადაჭარბებულია, მათ იქვე გავახსენებდი ციპელიუსის მშვენიერ ფრაზას -„გადაჭარბება მოდის შვილია“. ჩვენ კოლეგებმა დიდი ხანია ვიცით და ეს წიგნი უტყუარ ფაქტად აქცევს იმ გარემოებას, რომ პროფესორი
ბოგვერაძე დიახ, არის მოდური, ჩვენს ენაზე თუ ვიტყვით, თანამედროვე, თამამი და გაბედული მეცნიერი. მეცნიერი რომლის კვლევის მასშტაბურობა აქვე, ამ გამოცემით შეიძლება გაზომოს მკითხველმა კომპარატივისტიკის ეფექტური, მრავალფეროვანი,
არგუმენტირებული და დამარწმუნებელი გამოყენებით. უკიდურესად დიდია ამ გამოცემის მნიშვნელობა არა მხოლოდ, ზოგადად, არამედ, კონკრეტულად, ქართული რეალობის, მისი სიმძიმის აღქმის და შესაძლო მოწესრიგების თვალსაზრისით. დღეს, ჩვენს ქვეყანაში დამხმარე რეპროდუქციული
ტექნოლოგიების მომწესრიგებელი სამართლებრივი ბაზა ვერ პასუხობს ვერც მოწესრიგებულობის და ვერც ეთიკურ-მორალური მიზანშეწონილობის საკითხებს, საკუთრივ პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების და მდგრადობის სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე. პრობლემური და ხარვეზიანია არათუ ის, რაც არეგულირებს აღნიშნულ ურთიერთობებს, არამედ დამატებითი სიმძიმის პრობლემას წარმოად გენს საერთოდ რეგულირების მიღმა დარჩენა იმ საკითხებისა, რომლებიც უნდა აწესრიგებდნენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას, შესაბამისი სამართლებრივი, თუ სხვა, მათი თანმდევი საკითხების საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და ადამინის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შესაბამისად, იზრდება ამ გამოცემის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება, რადგანაც დისკუსიები ამ საკითხებისა და
პრობლემების ირგვლივ, ჩვენ სინამდვილეში, კი არ წყდება, პირიქით, ფართოვდება და სულ უფრო მწვავე ხასიათსაც იღებს.
ახლა, როცა დღის წესრიგში დგას შესაბამისი კანონმდებლობის
ცვლილებებისა და სრულყოფის საკითხი, ამ გამოცემას შეუძლია, თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას იმ მძიმე ტენდენციის
დასაძლევად, რომელიც, შესაძლებელია, გამოგვეხატა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებით - „დეჰუმანიზაცია ოთხით მიქრის.“ მართლაც, უაღრესად ღირებული იქნება ავტორის შეთავაზებები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც რაიმე ფორმით ჩართულია ამ პროცესში. ეს შეთავაზებები და გზები თითოეული მათგანისათვის არის კარგი გზა და შესაძლებლობა, ღრმად და მაღალი პასუხისმგებლობით შეხედონ საკითხს. დღეს და სწორედ
დღეს, საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესაბამის წარმომადგენლებს შანსი ეძლევათ თავი დაიმკვიდრონ პიროვნებებად,
ვინც ისტორიულად, საჭირო დროს ერთი აგური დადო „დემოგრაფიულად ეგზომ მოშლილი ხალხისთვის, როგორიცაა დღევანდელი ქართველი ხალხი“. ეს წიგნი მათ ამაში ნამდვილად დაეხმარებათ. წინამდებარე გამოცემა უდავოდ კარგი მეგზური იქნება იმ ვითარებაში, როცა გართულდა ურთიერთობები ექიმებსა და პაციენტებს შორის, საზოგადოებასა და პაციენტს შორის, და კიდევ უფრო მეტი გართულებებია მოსალოდნელი, რადგან დღეს ამ
გამოწვევის შესახებ მოკამათეთა არმია მოიცავს ექიმების, ბიოლოგების, იურისტების, სოციალური მუშაკების, სახელმწიფო მოხელეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და კანონმდებლების პროგრესირებად წრეს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ამ წიგნის მომზადებით პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ საშურიდა, არ იქნებოდა გადაჭარბებული, თუ ვიტყოდი, რომ საშვილიშვილო საქმე გააკეთა, რადგან წინამდებარე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში სუროგაციის სამართლებრივი პრობლემების მოწესრიგებას, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების განვრცობა-გამოყენებას, საერთაშორისო და ეროვნული ცოდნისა და პრაქტიკის მომარჯვებას ისეთი რეგულაციური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც ქართული ეროვნული, ადამიანური და ღვთაებრივი ფასეულობებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ამ სახელმწიფოსა და საზოგადოების შენახვის ფუნქციას, მათ კვლავწარმოებას და განვითარებას.

რედაქტორი:
ზაზა რუხაძე
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-ამერიკული
უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და
დიპლომატიის სკოლის დეკანი, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
თანარედაქტორი:
თორნიკე ნემსწვერიძე
სამართლის მაგისტრი (თსუ), კორძაძის საადვოკატო ბიუროს
იურისტი

ISBN:
9789941819193
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2019
ენა:
ქართული
რედაქტორი:
ზაზა რუხაძე
ავტორი:
ნინო ბოგვერაძე
ფორმატი:
24x15
გვერდების რაოდენობა:
531
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
48,00 
გაყიდვაშია
ქულები: 48 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
რედაქტორიზაზა რუხაძე