სავაჭრო სამართალი

სერგი ჯაფარიძის „სავაჭრო სამართალი“ პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტებისათვის 1925 წელს გამოიცა. ავტორის მიზანი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა იყო, სადაც დეტალურად, შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, იქნებოდა განხილული სავაჭრო სამართლის ძირითადი საკითხები. პუბლიკაციაში სერგი ჯაფარიძე საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს იმ პერიოდის ხელისუფალის მიდგომებს სავაჭრო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შესახებ. პირველად ჯაფარიძის პუბლიკაციები 1930 წლის დისკუსიაზე გააკრიტიკეს და საუნივერსიტეტო სწავლებიდან ამოიღეს, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა.

ISBN:
9789941812583
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2019
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
33
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
29,50 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება