თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია

12,90 
გაყიდვაშია
ქულები: 13 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003- 2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).

მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურთიერთობათა წესები. “დიპლომატიის ისტორია” ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით. წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს.

ავტორი უკვე მუშაობს წიგნის გაგრძელებაზე, რომელიც მოიცავს დიპლომატიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში.

არტიკული

9789941158490

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2013

ავტორი

თორნიკე შარაშენიძე

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

310


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა