ომები და არმიები

30,00 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ბედი, ძირითადად, ბრძოლის ველზე წყდებოდა _ ირღვეოდა ისტორიული წონასწორობა, იქმნებოდა ახალი კანონზომიერება... საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა, ჯარის შეკრებისა და განლაგების ალღო და უნარი, მეომართა აღჭურვილობა და მათი მოტივირება _ დიდ მხედართმთავართა აქტივშია, თუმცა ეს უკანასკნელნიც მარცხდებოდნენ და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ამ მარცხის გავლენა როგორც კონკრეტულად მათზე, ისე, საზოგადოდ, კაცობრიობის მომავალზე.

ეს წიგნი საოცარი ბრძოლებისა და მათ შემოქმედთა _ მხედართმთავრების, სტრატეგების, ტაქტიკოსებისა და, უბრალოდ, მეომრების _ ამბებს გიყვებათ. კომპიუტერული გრაფიკის

გამოყენებით „გაცოცხლებული“ ილუსტრაციები კი დეტალურ ინფორმაციას გაწვდით სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე. ჯარისკაცებისა და მეომრების, ასევე გენიალური

სამხედრო სტრატეგების მიერ გამართული ბრძოლების ამსახველი შთამბეჭდავი ილუსტრაციები დაგეხმარებათ, უკეთ გაეცნოთ ომებისა და არმიების საოცარ სამყაროს.

გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2020
ენა:
ქართული
არტიკული:
9789941299995
გვერდების რაოდენობა:
272
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა