ნოდარ სუმბაძე - თბილისური ჰერბარიუმი

30,00 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ფოტოალბომი ხელმისაწვდომია როგორც რბილი, ისე მაგარი ყდით
 
არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის ფოტოკოლაჟები ფოტოალბომსა და ღია ბარათების კრებულში გაერთიანდა.
 
ალბომში წარმოდგენილ 25 ფოტოკოლაჟს კი ერთვის ავტორისავე მცირე ესეები თბილისის ხიდებზე, თბილისური სახლების სადარბაზოებზე, აივნებზე, სვეტებსა თუ სახელურებზე, მოაჯირებზე... აქ წააწყდებით საფლავის ქვებს, თბილისის ქუჩებში გაბნეულ ორნამენტებსა თუ ხის დეტალებს, საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელ ფრაგმენტებს...
 
„თბილისი ჰერბარიუმია, რომლის გაცრეცილი ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იქ მცხოვრები მრავალი თაობის დარდს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს; ოთახებსა და სადარბაზოებში ჯერ კიდევ ტრიალებს დროის სურნელი... ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ „თბილისურ სტილს“ აღმოსავლურ-დასავლურ- ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის.“

გამომცემლობა: არტანუჯი
ავტორი: სუმბაძე ნოდარ; Sumbadze Nodar
გვერდები: 25
გარეკანი: აგარი
ენა: ქართულ-ინგლისური
გამოშვების წელი: 2019
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 20.5X21.5
აისბიენი/აიდი: 9789941487262



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა