კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში

დანაზოგი 50%
29,00 ₾
14,50 
დანაზოგი: 14,50 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 15 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

წინამდებარე, ანოტაციებითა და ბიბლიოგრაფიით აღჭურვილ ალბომში, სწორედ ამ ეპოქის თიხის ნაკეთობათა კოლექციებია წარმოდგენილი. ამ ექსპონატთა აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების ფონდებშია დაცული. კერამიკული ნაწარმის ეს ნიმუშები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (შემთხვევითი მონაპოვრები), საქართველოს ტერიტორიაზე XX-XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგადაა მოხვედრილი მუზეუმში. ისინი შემოსულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების არქეოლოგიურად შესწავლილი ნაქალაქარებიდან და ნასოფლარებიდან, სასახლეებიდან, ქარვასლა – ქულბაქებიდან, ეკლესიებიდან, სამონასტრო კომპლექსებიდან, თავდაცვითი ნაგებობებიდან და სხვა ძეგლებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკეთობათაგან ზოგიერთი გათხრებით გამოვლენილ კერამიკულ სახელოსნოთა ნაშთების ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ნახევარფაბრიკატებთან, საწარმოო მოწყობილობებთან და ხელსაწყოებთან ერთად.






ISBN:
9789941157820
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2013
ენა:
ქართულ-ინგლისური
ფორმატი:
22x26
გვერდების რაოდენობა:
129
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა