ქართული სასულიერო მწერლობა

დანაზოგი 29%
42,00 ₾
30,00 
დანაზოგი: 12,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

სამოთხის ყვავილი

სერიაში არ იქნება ქრონოლოგიური პრიციპი. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად წარმოჩინდება ტექსტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მწერლობის შესწავლა-განვითარებისათვის. პუბლიკაციები დაფუძნებული იქნება მეცნიერულ საფუძველზე. მათ შორის, ტექსტოლოგიური კვლევის თვალსაზრისით.
აჯერად გთავაზობთ გაბრიელ მცირის მიერ აღწერილ სასულიერო თხრობათა კრებულს: "სამოთხის ყვავილი". ის 1895 წელს ეპისკოპოსმა სტეფანე კარაბელაშვილმა გამოსცა, რითაც ხელი შეუწყო სასულიერო მწერლობის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნიმუშის გავრცელებას და მომავალი თაობებისთვის შემონახვას. დღეს იგი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ხელმიწვდომელია ფართო მკითხველისათვის.
წინამდებარე გამოცემას საფუძვლად უდევს გაბრიელ მცირის "სამოთხის ყვავილის" ყველაზე ადრინდელი, 1796 წლის ავტოგრაფი.
ტექსტში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები. სქოლიოში განმარტებულია: დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვები; წარმოდგენილია არსებულ ხელნაწერთა შორის განსხვავებები. თუ გგანმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვის. თხრობებში მოყვანილი ციტატები დადარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდიუსეულ რედაქციას, მითითებულია მათი ადგილებით. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს მითითებისთვის მრგვალი ფრთხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული.
წიგნს ერთვის: მცირე მეცნიერული გზამკვლევი, სხვადასხვა წყაროებში არსებულ იდენტურ თხრობათა შედარებითი ცხრილი, პრითა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  250


ოქროს წყაროი
წმიდა იოანე ოქროპირის ნაშრომები X-XI საუკუნეში ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარ­გმნა. XVIII საუკუნის მიწურულს კი, მათგან ასი სწავლა წმიდა გაბრიელ მცირემ ერთ წიგნად შეკრა და კრებულს „ოქროს წყაროჲ“ უწოდა.

სწორედ ამ კრებულს გთავაზობთ გამოცემათა სერიით: „ქართული სასულიერო მწერლობა“(IV ტომი). გამოცემაში შემავალი ნაშრომების ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერთა ურთიერთშედარების საფუძველზე. მასში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები; სქოლიოებში განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები (თუ განმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვნის); წარმოდგენილია ხელნაწერთა შორის არსებული განსხვავებები.

გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  204


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა