ქართული სასულიერო მწერლობის ოქროს ფონდი

დანაზოგი 29%
84,00 ₾
60,00 
დანაზოგი: 24,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 60 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

სამოთხის ყვავილი

სერიაში არ იქნება ქრონოლოგიური პრიციპი. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად წარმოჩინდება ტექსტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მწერლობის შესწავლა-განვითარებისათვის. პუბლიკაციები დაფუძნებული იქნება მეცნიერულ საფუძველზე. მათ შორის, ტექსტოლოგიური კვლევის თვალსაზრისით.
აჯერად გთავაზობთ გაბრიელ მცირის მიერ აღწერილ სასულიერო თხრობათა კრებულს: "სამოთხის ყვავილი". ის 1895 წელს ეპისკოპოსმა სტეფანე კარაბელაშვილმა გამოსცა, რითაც ხელი შეუწყო სასულიერო მწერლობის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნიმუშის გავრცელებას და მომავალი თაობებისთვის შემონახვას. დღეს იგი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ხელმიწვდომელია ფართო მკითხველისათვის.
წინამდებარე გამოცემას საფუძვლად უდევს გაბრიელ მცირის "სამოთხის ყვავილის" ყველაზე ადრინდელი, 1796 წლის ავტოგრაფი.
ტექსტში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები. სქოლიოში განმარტებულია: დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვები; წარმოდგენილია არსებულ ხელნაწერთა შორის განსხვავებები. თუ გგანმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვის. თხრობებში მოყვანილი ციტატები დადარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდიუსეულ რედაქციას, მითითებულია მათი ადგილებით. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს მითითებისთვის მრგვალი ფრთხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული.
წიგნს ერთვის: მცირე მეცნიერული გზამკვლევი, სხვადასხვა წყაროებში არსებულ იდენტურ თხრობათა შედარებითი ცხრილი, პრითა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  250


ჯუარშემოსილი

წმიდა გაბრიელ მცირის სასულიერო ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა დიდად ფასოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მის მიერ შექმნილი თხზულებებით თაობები იზრდებოდნენ და გაიზრდებიან მომავალშიც. იგი ფაქტიურად გარეჯის ლიტერატურული სკოლის XVIII საუკუნის მიწურულის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელმაც, შეიძლება ითქვას, წესრიგში მოიყვანა მრავალი ადრინდელი სასულიერო თხზულება - ისინი ახლებური ფორმით და უაღრესად დახვეწილი ლიტერატურული სტილით შესთავაზა მკითხველს.
წმიდა გაბრიელის ხელნაწერებისა და მათი ასლების მრავალრიცხოვნება თავისთავად მოწმობს მათ პოპულარობას, მაგრამ მათგან ზოგიერთი სრულყოფილად არაა შესწავლილი და ამდენად, ხელმიუ­წვდომელია დღევანდელი მკითხველისათვის.
სწორედ ამგვარი კრებულია „ჯუარშემოსილი“, რომელიც გაბრიელ მცირის ორიგინალურ ნაშრომს წარმოადგენს. იგი შედგება ოთხი ძირითადი განყოფილებისგან: 1. განმარტება ლიტურღიისა; 2. გამარტება მამაო ჩვენოსა; 3. განმარტება მაზარის კურთხევისა და 4. თხრობა სულიერი მამათა. აღსანიშნავია, რომ წმიდა გაბრიელმა „ჯუარშემოსილის“ შედგენა მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან (1802წ.) მცირე ხნით ადრე დაასრულა.
„ჯუარშემოსილის“ მხოლოდ ნაწილი იყო გამოქვეყნებული. ამჯერად გთავაზობთ მის სრულ ტექსტს, რომელიც ამ ფორმით პირველად ქვეყნდება. მასში გამართულია პუნქტუაცია; გახსნილია ქარაგმები; სქოლიოებში და არშიებში განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები, წარმოდგენილია არსებულ ხელნაწერთა შორის განსხვავებები. გაბრიელ მცირის მიერ ბიბლიიდან მოყვანილი ციტატები წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციასაა შედარებული. კვადრატულ ფრჩხილებში წარმოდგენილია რედაქციის მითითებანი.
გამოცემას დართული აქვს სახელთა ანოტირებული საძიებელი; ასევე მცირე მეცნიერული კვლევა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ცნობებს ხელნაწერისა და მისი ავტორის შესახებ. 

გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  172

სამასეული
წიგნი ოიცავს სამი წმიდა მამის: გრიგოლ ღმრთისმეტყველის (IV) ბასილი დიდის (IV) და მაქსიმე აღმსარებლის  (VI_VIIს) ას-ას სასულიერო სწავლას. XI საუკუნეში მათი თხზულებებიქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარგმნა. შემდეგ კი,  XVII საუკუნის მიწურულს, ერთ წიგნად შეკრა და გაბრიელ მცირიმ,
წინამდებარე გამოცემაში შემავალი ნაშრომების ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერთა ურთიერთშედარების საფუძველზე. მასში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები; სქოლიოში და არშიებში განმარტებულია დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვები; წარმოდგენილია არსებულ ხელნაწერთა შორის განსხვავებები. თუ გგანმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვის. თხრობებში მოყვანილი ციტატები დადარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდიუსეულ რედაქციას, მითითებულია მათი ადგილებით. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს მითითებისთვის მრგვალი ფრთხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული.
წიგნს ერთვის: მცირე მეცნიერული გზამკვლევი, სხვადასხვა წყაროებში არსებულ იდენტურ თხრობათა შედარებითი ცხრილი, პრითა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.

გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  94

ოქროს წყაროი
წმიდა იოანე ოქროპირის ნაშრომები X-XI საუკუნეში ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარ­გმნა. XVIII საუკუნის მიწურულს კი, მათგან ასი სწავლა წმიდა გაბრიელ მცირემ ერთ წიგნად შეკრა და კრებულს „ოქროს წყაროჲ“ უწოდა.

სწორედ ამ კრებულს გთავაზობთ გამოცემათა სერიით: „ქართული სასულიერო მწერლობა“(IV ტომი). გამოცემაში შემავალი ნაშრომების ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერთა ურთიერთშედარების საფუძველზე. მასში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები; სქოლიოებში განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები (თუ განმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვნის); წარმოდგენილია ხელნაწერთა შორის არსებული განსხვავებები.

გამომცემლობა: მთაწმინდა
ყდა: მაგარი
ფორმატი: 18X21
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ.
გვერდების რაოდენობა:  204



მომზადდა და დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II

ლოცვა კურთხევით.


-------------


გაბრიელ მცირე (გ. 1802) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი. ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 30 მარტი (17 მარტი). ბერად იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც 30 წელი გაატარა. მოთარეშე ლეკებმა თავი მოჰკვეთეს. დასაფლავებულია იმავე მონასტერში. ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის. გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი „ონოსიფორეს ცხოვრება“, „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება“, მემუარული „თხრობანი“ და სხვა. გაბრიელ მცირეს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892-1894 გამოცემული „გვირგვინი“, „სამოთხის ყვავილი“ (1895), „ოქროს წყარო“ (1905), „სუფევა“, „კლიტე“, „სამასეული“, „მანანა“ და სხვა. მათში თავმოყრილია ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე მოსხისა და სხვა თხზულებათაგან გამოკრეფილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა. ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს. ძმებმა ნეტარი მამის წმნიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.


წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნაზიანზელი (უმცროსი) (ბერძ. Γρηγόριος ὁ Ναζιανζηνός, Grēgorios ho Nazianzēnos; დ. დაახლ. 330, არიანზი, ნაზიანზის მახლობლად, კაპადოკია, — გ. დაახლ. 390, იქვე) — ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და მოაზროვნე, ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ბასილი დიდსა და გრიგოლ ნოსელთან („კაპადოკიელი მამები“) ერთად. მამამისი, სახელად ასევე გრიგოლი კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. მღვდლად აკურთხეს 362 წელს. ბასილ დიდთან ერთად ებრძოდა არიანელობას. 372 წელს დაადგინეს სასიმას ეპისკოპოსად, თუმცა გრიგოლმა უარი განაცხადა და ნაზიანში განმარტოვდა. ცნობილი იყო წმინდა სამების დოქტრინის და ნიკეის კრების მოძღვრების დაცვით. 380 წელს არჩეული იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქად, თუმცა ეპისკოპოსთა ერთი ნაწილის წინააღმდეგობის გამო დატოვა ტახტი და კაპადოკიაში დაბრუნდა. გარდაიცვალა იქვე, დაახლოებით 390 წელს (მოიხსენიება 25 იანვარს). გრიგოლ ნაზიანზელი ძალზე პოპულარული იყო ძველ ქართულ მწერლობაში. მის თხზულებებს თარგმნიდნენ ცნობილი მოღვაწეები: გრიგოლ ოშკელი, ექვთიმე მთაწმიდელი, დავით ტბელი, ეფრემ მცირე და იოანე პეტრიწი. გრიგოლ ნაზიანზელი დიდად აფასებდა მეგობრობას ადამიანთა შორის; იცავდა ფილოსოფიისა და რწმენის ურთიერთსაჭიროებას; მისთვის მთავარი იყო ზნეობრივი მოქმედება და საქმის უპირატესობა გააზრების, ანუ „სიტყვით ქმნის“ მიმართ. როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველოში „კაპადოკიელთა რენესანსი“ წინ უძღოდა „პროკლეს რენესანსს“. ლიტერატურა ბააკაშვილი ვ., გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შესახებ, კრ.: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, [ტ.] 4, თბ., 1973; გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თ. ბრეგაძის გამოც., თბ., 1988; თევზაძე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1990; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, გამოც. მე-2, თბ., 1973; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შემდგ. სოლ. ყუბანეიშვილი, [ტ.] 1, თბ., 1946; თევზაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012 წელი.


ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარია, კაპადოკია ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის წმინდა მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი. სწავლობდა კესარიაში, შემდეგ კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. ათენიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს იყო რიტორიკის მასწავლებლად. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი. 370 წელს გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ცდილობდა მოეხდინა აღმოსავლეთის ეკლესიის ძალთა კონსოლიდაცია არიანელობის წინააღმდეგ. ქადაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „ევქუსთა დღეთაჲ“, რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. აღწერილია სამყაროს შექმნის ექვსი დღე; განხილულია ანტიკური მეცნიერთა შეხედულებები „საგანთა პირველსაწყისის შესახებ“. ბასილი დიდის უმთავრესი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირეს და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნებით იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (დ. 580 — გ. 13 აგვისტო, 662) — ბიზანტიელი ქრისტიანი წმინდანი. დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა. ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური სწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი - კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის. 638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი - იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როდესაც აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპ თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის - მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი - კონსტანტინეპოლელი პატრიარქები - სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა. როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და გარდაიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1947 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის რკინიგზის მე-12 (შემდეგში რკინიგზის მე-3 და ახლანდელი ხაშურის მე-6 საჯარო) სკოლა. 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე - „ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება“. 1981 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე -„XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“. მიხეილ ქავთარია 1958 წლიდან დღემდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია. 2014 წელს პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი. ამავე წელს იგი დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა