ეპისტოლენი და ქართულ სინონიმთა ლექსიკონი

დანაზოგი 52%
60,00 ₾
29,00 
დანაზოგი: 31,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 29 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

"ეპისტოლენი" - შესულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II - ის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ამ შესანიშნავ გამოცემას, "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად 8 თებერვალს მიიღებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცემული "ეპისტოლენი" საზოგადოებისათვის აქტუალური თემებით და ბრძნული რჩევა-დარიგებით არის გაჯერებული, ამიტომ ვფიქრობთ, სამაგიდო წიგნად იქცევა ჩვენი მკითხველისთვის.

 

წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია): 
- უწმინდესის ეპისტოლე გაჯერებულია საღმრთო წერილით. მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს, ამიტომაც საზოგადოება გულანთებულად უსმენს თითოეულ სიტყვას, როგორც მამობრივი მზრუნველობითა და ფილოსოფიური ხედვით ურთულესი საკითხების მარტივად გადაჭრის გზას. პატრიარქის ნაუბარი განათლებულსა და უბირს ერთი დოზით მიეწოდება, მათ გულამდე აღწევს უბრწყინვალესი რჩევები. მოგვაგონდება მოციქულებზე ნათქვამი სიტყვა: ,,განუხვნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა". უწმინდესის სიტყვები, ქადაგებანი სამარადისოდ დაიუნჯებს მორწმუნეთა გულებში, რადგან თავად სიყვარულის გადმოფრქვევაა ასოთა წყობით. ჩვენი გულის მიმღეობით განიცდის უდიდეს შვებას, ვფიქრობთ, მკითხველი საუკუნო საგზალსა და ნუგეშს მიიღებს ამ წიგნის გაცნობისთანავე.



"ქართულ სინონიმთა ლექსიკონი" შედგენილია სინონიმთა არსის შესახებ გამოთქმულ დებულებებზე დაყრდნობით და ქართული ლექსიკოგრაფიის მონაპოვართა გათვალისწინებით.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა