ახალი აღთქმა - ტყავის გარეკანით და მოოქროვილი კიდეებით

დანაზოგი 50%

ახალი აღთქმა, „საღვთო წიგნების“ კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ , „ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი“  და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსისი“.

პირვანდელი ქრისტიანული საკრებულოები იუდეველთა სინაგოგებში მიღებულ წესებს მისდევდნენ (იუდეველთაგან მოქცეულნი), ე.ი. ქრისტიანთა შეკრებებზე კითხულობდნენ ძველი აღთქმის გარკვეულ მონაკვეთებს, მაგრამ რადგანაც ქრისტიანები იესო ქრისტეს ეთაყვანებოდნენ, მათთვის ბუნებრივი იქნებოდა ძველი აღთქმის საკითხავები შეევსოთ რომელიღაც მოთხრობით ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ.

პირველ ხანებში თავისი მოგონებები ქრისტეზე მასთან უშუალოდ დაახლოებულ პირს შეეძლო სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მაგრამ ეკლესიათა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ქრისტეს უშუალო მნახველთა რიცხვი კი კლებულობდა, ამიტომაც აუცილებელი გახდა, რომ ეს ამბები ქრისტეს შესახებ ჩაწერილიყო. სწორედ ამ გზით შეიქმნა ოთხი სახარება (მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი), რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს პირველი ქრისტიანული ეკლესიების ღვთისმსახურებასა თუ მთლიანად მათს ცხოვრებაში.

გარდა ამისა, მოციქულებმა დაგვიტოვეს ცალკეული თემისა თუ პიროვნებისადმი გაგზავნილი მრავალი წერილი. რამდენადაც ეს ეპისტოლეები ქრისტიანული ცხოვრებისადა რწმენის ზოგად დებულებებს შეიცავდნენ, მათი სარგებლიანობა ეკლესიის მიერ მალევე იქნა აღიარებული.

მოციქულთა საქმეები ეკლესიამ მიიღო, რადგანაც იგი ავსებდა იმ ისტორიას, რომელსაც ლუკას სახარება იწყებს. ამ წიგნმა - ერტადერთმა მოიტანა ჩვენამდე ადრექრისტიანული ეკლესიის ცხოვრების დეტალები.

ჩვ.წ.ა. 200 წლისთვის იესოს შესახებ არსებული ყველა მოთხრობიდან ოფიციალური აღიარება მხოლოდ ჩვენთვის ცნობილმა ოთხმა სახარებამ მიიღო, თუმცაღა ამათ გარდა არსებობდა მრავალი აპოკრიფტული სახარება. ეკლესია სრულიად გარკვევით აღიარებდა, რომ ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების ავტორიტეტულ წყაროდ მას მხოლოდ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები მაიაჩნია. უკვე ამ დროისთვის ამ სახარებათა ტოლფასი ღირებულება მოიპოვა „პავლემაც“.

რაც შეეხება ახალი აღთქმის დანარჩენ წიგნებს, საყოველთაო აღიარება მათ უფრო მოგვიანებით მიიღეს. მაგალითად, უეჭველია, რომ „გამოცხადებას“ მეორე საუკუნეში უკვე კითხულობდნენ, მაგრამ მესამე საუკუნემდე ამ წიგნს ფართო გავრცელება არ ჰქონია.

დაიბეჭდა: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით

კორექტორი: თინათინ გოგოჩაიშვილი
პასუხისმგებელი გამოცემაზე: ე.ჭელიძე.


ISBN:
9789941036897
გამომცემლობა:
ალილო
გამოცემის წელი:
2011
ენა:
ქართული
რედაქტორი:
ქეთავან მამასახლისი
არტიკული:
9789941036897
ფორმატი:
11x18
გვერდების რაოდენობა:
608
ყდის ტიპი:
მეტალი,ტყავი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000005782
180,00 ₾
90,00 
დანაზოგი: 90,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 90 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
რედაქტორიქეთავან მამასახლისი
ასევე დაგაინტერესებთ