ელენე ახვლედიანი

100,00 
გაყიდვაშია
ქულები: 100 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

სრულყოფილი გამოცემა წარმოადგენს გაგრძელებას გიორგი ჯანბერიძის საავტორო წიგნების სერიისა – „ქართული ხელოვნების დიდოსტატები”.

წიგნს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ცნობილი ნამუშევრების გვერდით, ახვლედიანის „პარიზის პერიოდში” შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები – შიშველი ნატურების სერია – 54 ჩანახატი. ეს ნამუშევრები პირველად ქვეყნდება და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ, პროფესიონალებისთვისაც.

გიორგი ჯანბერიძის წიგნი ელენე ახვლედიანის სხვადასხვა „მეს“ და ცნობილი ავტორების მასზე დაწერილი ტექსტების ფრაგმენტებს აერთიანებს; მრავალშრიანი წიგნი ზემოთ აღწერილ სახლს მოგვაგონებს, იგი თავისებური ინტერტექსტია, რომელიც ისეთივე განუმეორებელი და მრავალმხრივია, როგორც ელენე ახვლედიანის მთელი შემოქმედება.
წიგნში შესულია: მხატვრის მოკლე ბიოგრაფია, ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები,  მისი გასაოცარი შემოქმედება. ასევე  მნიშვნელოვანი თარიღები, თეატრის მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია, შიშველი ნატურა და სხვა ბევრი უცნობი მოვლენა თუ ნახატი. წიგნის უმაღლესი ხარისხი შესაძლებლობას იძლება მხატვრის ნახატები მაქსიმალურად რეალისტურად იქნეს აღქმული.

ელიჩკა ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს,იმდენი ადამიანისთვის იყო ახლობელი,რომ სახელის ეს მოფერებითი ფორმა მთელ თბილისს მოედო.
ელენე ახვლედიანი ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრებდა.ეს იყო მუდმივი სრულყოფის გზა ხელოვნებაში,ბრძოლა ტრაფარეტულ აღქმასა და თუნდაც კეთილ გავლენებთან.მშვენიერების აღქმა და იმავდროულად ნებისმიერი დეტალის ინტელექტუალურ ჭრილში დანახვა,ყველაზე ამბიციური მოთხოვნის თავისთავად დაფიქსირება- ეს ეხლენე ახვლედიანის სამყაროა იყო. სინათლითა და სიკეთით აღფრთოვანება, სამყაროს სიყვარული, კაცთმოყვარეობა მის ცხოვრებაში ჟღერდა როგორც განუმეორებელი სიმფონია,როგორც მუსიკა,რომელსაც ასეთი გატაცებით ეზიარებოდა ხოლმე. მის არსებაშიც  მუსიკაც კი ფერებად გარდაიქმნებოდა.ფერი გახდა მისთვის ყველაფერი!

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა