სულიერი საგანძური ბავშვებს

დანაზოგი 32%
41,00 ₾
28,00 
დანაზოგი: 13,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 28 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

აბა დელია-დელია

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების კრებული ბრწყინვალე საჩუქარია პატარებისთვის, სიკეთით და ფერებით გაჯერებული ეს საოცარი ლექსები დღესაც არ კარგავს თავის ღირებულებას და ყველა თაობის პატარებისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელია.

შესულია: ბაღი, ბურთი და ნიკორა, ბუა, ბეკეკა, გოჭები, ნემსი, ნაძვის ხის სიმღერა, მაწონი, მაჩვი და სხვა.


 სიბრძნე სიცრუისა

იგავ-არაკი, რომლებიც დაწერილია მოქნილი, ადვილად გასაგები, დახვეწილი ენით, მოკლე ფრაზებითა და სხარტი გამოთქმებით. ავტორს მოქმედება გადააქვს უცხო ქვეყნებსა და ქალაქებში, მოქმედ პირებად გამოჰყას ცხოველები და ფრინველები, პერსონაჟებად წარმოგვიდგენს მუსლიმ უცხოელებს. რეალურად კი იგავებში აღწერილი მოვლენებიც და პერსონაჟთა ხასიათებიც ქართულია.


შვიდგზის ლოცვები


საღმრთო ისტორია

ბიბლია ქართულად "წიგნებს" ნიშნავს. ბიბლია არის წიგნთა წიგნი, ქრისტიანობის წმინდა წიგნი. მას საუკუნეების განმავლობაში წერდნენ სხვადასხვა ავტორები, თუმცა მისი უშუალო ავტორი თავად ღმერთია. ბიბლია საუკუნეების განმავლობაში იყო და არის შემოქმედთა უშრეტი წყარო და მეცნიერთა მუდმივი კვლევის საგანი. ბიბლია გაყოფილია ორ ნაწილად: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველად ქართულ ენაზე ბიბლია, ქრისტიანობის გავრცელებიდან მალევე, IV-V საუკუნეებში ითარგმნა. მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ბიბლია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, როდესაც იაკობ გოგებაშვილმა გამოაქვეყნა "საღმრთო ისტორია". ბიბლიის მთავარი თემაა კაცობრიობის ხსნა. ძველი აღთქმა ებრაელი ერის ურთიერთობას ღმერთთან, მისდამი დაუმორჩილებლობის პრობლემას და ამ პრობლემიდან ღმერთის მიერ მომზადებული გამოსავლის ხორცშესხმას მისი ძის, მესიის ანუ მხსნელის მეშვეობით. ახალი აღთქმა აღწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას: სიკვდილს, აღდგომასა და განდიდებას.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა