საზოგადოებრივ-პოლიტიკური სერია

დანაზოგი 53%
76,00 ₾
36,00 
დანაზოგი: 40,00 ₾
გაყიდვაშია
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

D-დღე
მთარგმნელი: ნიკოლოზ მიქაუტიძე
წიგნი მოიცავს მოწინააღმდეგეთა ცალკეული ტაქტიკური მანევრების დეტალურ აღწერილობას D-დღეს დესანტის გადმოსხმის თითოეულ ზონაში პირველი 24 საათის განმავლობაში. სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილ ფერად რუკებზე გამოსახულია ნორმანდიის სანაპირო ზოლის ხუთივე მონაკვეთი და D-დღის მონაწილე ძალოვანთა მარშრუტი 1944 წლის 6 ივნისის შუაღამემდე.

წიგნი შეიცავს უშუალო ცნობებს D-დღის მონაწილე ორივე მებრძოლი მხარის შესახებ და გაფორმებულია თითოეულ სანაპიროზე მიმდინარე მოვლენათა ამსახველი დოკუმენტური ფოტოებით.


ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2010

ავტორი

სხვადასხვა

ფორმატი

18.00 X 25.00

გვერდების რაოდენობა

216


ირაკლი მახარაძე - კანვოი
კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა.

წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

120



ოლეგ პანფილოვი - რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი

"ეს წიგნი ეძღვნება მათ ხსოვნას, ვინც 2008 წლის ომში იბრძოდა"

წარმოგიდგენთ ოლეგ პანფილოვის წიგნს - "რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი".

რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი 1801 წლიდან დაიწყო და იმპერიულ, საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ეპოქებად იყოფა.

2008 წლის აგვისტოს ომი არსებითად პრეცედენტი იყო, რომელშიც ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალება გამოიყენეს. წიგნში სწორედ ამ საკითხის სიღრმისეულად განხილვას შეხვდებით.


ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ავტორი

ოლეგ პანფილოვი

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

434




ოლეგ პანფილოვი - ანტისაბჭოთა ისტორიები

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის სტატიების კრებული „ანტისაბჭოთა ისტორიები“ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ უსაშინლეს იარაღს – ტყუილზე დამყარებულ იდეოლოგიურ პროპაგანდას – ეძღვნება. ავტორის განმარტებით, ამ წიგნის მთავარი თემა სიცრუეა, რომელსაც კრემლი სამი ძირითადი ისტორიული ეტაპის – რომანოვების იმპერიის, საბჭოთა ხელისუფლების და თანამედროვე, პუტინის პერიოდის – განმავლობაში პერმანენტულად და ეფექტურად იყენებს თავისი „ველიკოდერჟავნიკული“ მიზნების განსახორციელებლად, მოსახლეობის დასამონებლად, მეზობელი ქვეყნების დასაპყრობად და მსოფლიოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. კრებული უკვე არაერთ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ამჯერად ამ უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელ „ანტისაბჭოთა ისტორიებს“ ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ავტორი

ოლეგ პანფილოვი

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

391


ველური დასავლეთის მხედრები

ირაკლი მახარაძე კინორეჟისორი, მკვლევარი. თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: “ლელოს შემობრუნება”, “უაილდ ვესთის მხედრები”, “ვინც მოვიდა გაუმარჯოს!” “გურული ფირალები”, “დიმიტრი შევარდნაძე”. არის ავტორი წიგნებისა: “გურული მხედრები ამერიკაში”, “ერთი მუჭა ვესთერნი”, “გურული ფირალები”, “რუსულ-ქართული ტერორი 1880-1924”, “ქართველები ამერიკაში”. მისი სტატიები იბეჭდება ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში. არის ავტორი საფოსტო მარკისა “გურული მხედრები ამერიკაში”.

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2011

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

130



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა