ჩემი სამყაროს გზამკვლევი

დანაზოგი 48%
64,00 ₾
33,00 
დანაზოგი: 31,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+

კოსმოსი დიდია. ძალიან დიდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ფართოდ,წარმოუდგენლად, გასაგიჟებლად დიდი რამეა. გარდა ამისა, კოსმოსი ათასგვარი მზაკვრობითაა სავსე. დედამიწისმკვიდრს, რომლის ერთადერთ ქოხმახს საგზაო დეპარტამენტიბულდოზერებით გასრესას უპირებს, შეიძლება მხსნელად ბეთელჰეიზელიმოევლინოს, მთელი ცხოვრება მის მეგობრად რომ მოჰქონდა თავი, დაგაცილებით მასშტაბური საფრთხისგან იხსნას იგი.ასე უბრალოდ შეიძლება იქცე კოსმოსურ ჰიჩჰაიკერად – არსებად,რომელიც ცერის ერთი აწევით შეიძლება გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში მოხვდეს და ყოველგვარ მოულოდნელობას გადაეყაროს. მეტიც: კოსმოსმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხეზე გაცილებით უარესი სიურპრიზებიც შემოგთავაზოს, როგორიცაა, მაგალითად, ვოგონების პოეზიის საღამოზე დასწრება… ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თან იქონიო კოსმოსის ყველაზე პოპულარული საკითხავი – „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში”, ბაბილონის თევზები, ცოტაც – იღბალი, და სამყაროს დასალიერშიც კი უდრტვინველად გაემგზავრები.
და რაც ყველაზე მთავარია: პანიკის გარეშე!
დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. მახვილგონივრული იუმორით მოთხრობილი ამბავი ერთი დედამიწელის მოგზაურობის შესახებ გალაქტიკაში, ერთნაირად შეიყვარა მკითხველმა, მსმენელმა და მაყურებელმა, რადგან „გზამკვლევმა“ თავიდანვე მრავალი ფორმა შეიძინა: თავდაპირველად ის რადიოპიესა იყო, რომელსაც თითქმის მაშინვე მოჰყვა წიგნი, შემდეგ სატელევიზიო შოუ, აუდიოჩანაწერები და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ადამსის ხუთწიგნიან სერიას ერინ კოლფერმა 2009 წელს (პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლისთავზე) მეექვსე წიგნიც შემატა, რაც უდავოდ იმის დასტურია, რომ გალაქტიკაში გზამკვლევი დღემდე ბევრს სჭირდება.


მიშელ უელბეკის წიგნი, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი “რუკა და ტერიტორია” თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა. რომანში ავტორმა რამდენიმე სხვა ცნობილ ფრანგთან ერთად საკუთარი თავიც გამოიყვანა ერთ-ერთ პერსონაჟად, რომელსაც წარმოუდგენელი სისასტიკით კლავენ და ანაწევრებენ იმ ბანალური მიზეზით, რისთვისაც კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან ხოცავდნენ ერთმანეთს ადამიანები. და რაკი ადამიანის არსებობას გამართლება აღარა აქვს, მისი ხელით შექმნილი ყოველგვარი ნივთი და ნაკეთობა ქრება, ნადგურდება და მის ადგილს მცენარეული საფარი იკავებს.

კოსმოსი დიდია. ძალიან დიდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ფართოდ, წარმოუდგენლად, გასაგიჟებლად დიდი რამეა.

გარდა ამისა, კოსმოსი ათასგვარი მზაკვრობითაა სავსე. დედამიწის მკვიდრს, რომლის ერთადერთ ქოხმახს საგზაო დეპარტამენტი ბულდოზერებით გასრესას უპირებს, შეიძლება მხსნელად ბეთელჰეიზელი მოევლინოს, მთელი ცხოვრება მის მეგობრად რომ მოჰქონდა თავი, და გაცილებით მასშტაბური საფრთხისგან იხსნას იგი.

ასე უბრალოდ შეიძლება იქცე კოსმოსურ ჰიჩჰაიკერად – არსებად, რომელიც ცერის ერთი აწევით შეიძლება გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში მოხვდეს და ყოველგვარ მოულოდნელობას გადაეყაროს. მეტიც: კოსმოსმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხეზე გაცილებით უარესი სიურპრიზებიც შემოგთავაზოს, როგორიცაა, მაგალითად, ვოგონების პოეზიის საღამოზე დასწრება… ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თან იქონიო კოსმოსის ყველაზე პოპულარული საკითხავი – `ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში~, ბაბილონის თევზები, ცოტაც – იღბალი, და სამყაროს დასალიერშიც კი უდრტვინველად გაემგზავრები.

და რაც ყველაზე მთავარია: პანიკის გარეშე!

დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. მახვილგონივრული იუმორით მოთხრობილი ამბავი ერთი დედამიწელის მოგზაურობის შესახებ გალაქტიკაში, ერთნაირად შეიყვარა მკითხველმა, მსმენელმა და მაყურებელმა, რადგან „გზამკვლევმა“ თავიდანვე მრავალი ფორმა შეიძინა: თავდაპირველად ის რადიოპიესა იყო, რომელსაც თითქმის მაშინვე მოჰყვა წიგნი, შემდეგ სატელევიზიო შოუ, აუდიოჩანაწერები და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ადამსის ხუთწიგნიან სერიას ერინ კოლფერმა 2009 წელს (პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლისთავზე) მეექვსე წიგნიც შემატა, რაც უდავოდ იმის დასტურია, რომ გალაქტიკაში გზამკვლევი დღემდე ბევრს სჭირდება.


ართურ დენტი დაგვემოწმება, რომ დროში დაკარგვა ყველაზე ცუდი რამეა. მას კი ნამდვილად დაეჯერება, ის ხომ დროსა და სივრცეში არაერთხელ აბნეულა. სივრცეში დაკარგვისას თავს რამით მაინც გაირთობ, დრო კი…

სამყაროს დასალიერიდან წარსულში აღმოჩენილ ართურს კვლავ ეღირსა თავისი მშობლიური პლანეტის ხილვა, თუმცა სულ სხვა ეპოქებში… იმ დროსაც კი შეესწრო, როცა ინგლისში ჩატარებულ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კრიკეტის ჩემპიონატზე სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს არეულობა კი პლანეტა კრიკიტის ვითომდა უწყინარი მცხოვრებლების ახირების დამსახურება იყო – მათ ხომ მოწყენილობისა და რაღაც დიადი მისიის აღსრულების სურვილის გამო სამყაროს განადგურება გადაწყვიტეს…

გალაქტიკურმა მეგობრებმა სიცოცხლის, სამყაროსა და ყველაფრის ჭეშმარიტი პასუხის ჭეშმარიტ კითხვის ძიებას დროებით თავი უნდა დაანებონ და კრიკიტელების უგუნურ განზრახვას როგორმე წინ აღუდგნენ. ამისთვის კი მათი კვლავ გაერთიანებაა საჭირო.

„სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი“ დაგლას ადამსის იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკის („ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“) მესამე წიგნია. გალაქტიკურ ჰიჩჰაიკერებს ამჯერად სამყაროს განადგურების იდეით შეპყრობილი არსებების გადარწმუნება მოუწევთ.


„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია.
ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase