წიგნების ყველა ფერი

დანაზოგი 40%
80,50 ₾
48,00 
დანაზოგი: 32,50 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 48 ქულა
+

დედის რძე ნორა იკსტენა

თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას „დედის რძე“ სულისშემძვრელი რომანია. სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნი შეულამაზებლად აღწერს, როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ან ნებისმიერი რეჟიმის პირობებში, რომელიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს. „დედის რძე“ ორი ქალის ამბავია, ორი განსხვავებული ხედვა, ორი სიცოცხლე. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ამბები თითქოს პარალელური წრფეებივით მიედინება ერთმანეთის გვერდით და არასდროს იკვეთება, რადგან ორივე სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია. რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დედამისის რძე უიმედობით, აპათიით, ტყვეობით, მომაკვდინებელი სევდითა და მარტოობით არის მოწამლული.

სუზან ზონტაგი ვულკანის მეტრფე
სუზან ზონტაგი (1933-2004) თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული მოაზროვნეა - ამერიკელი ფემინისტი, აქტივისტი, რომანისტი, ესეისტი, პედაგოგი, ფილოსოფოსი და რეჟისორი. ზონტაგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი დოკუმენტური პროზით, მაგრამ მის რომანებს უმაღლესი შეფასებები მოჰყვა ლიტერატურის კრიტიკოსთა მხრიდან. „ვულკანის მეტრფე“ ზონტაგის პირველი მხატვრული ნაწარმოებია ქართულ ენაზე. მძაფრი, შთამბეჭდავი ისტორიული რომანი არა მხოლოდ შინაარსით ახდენს მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას, არამედ გამორჩეული სტილითაც - ნაწარმოები რიტმული პროზითაა დაწერილი, ზოგან „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკის გამოყენებით, დამახასიათებელი პუნქტუაციითა და მდიდარი ენით. „ვულკანის მეტრფე“ სერ უილიამ ჰამილტონის, ემა ჰამილტონისა და ჰორაციო ნელსონის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს და ისტორიული ფაქტების ზონტაგისეული ინტერპრეტაციაა - სრულიად განსხვავებული კუთხიდან დანახული ვნების, ღალატის, მეგობრობისა და ძალაუფლების წყურვილის ამბავი. ნაწარმოები, ძირითადად, ემა ჰამილტონის გარშემო ტრიალებს - საბედისწერო ქალისა, რომელმაც ბრიტანეთის იმპერიის ისტორიის დინებას ცოტა ხნით მიმართულება შეუცვალა. სისხლიანი ლეგენდების საბურველში გახვეული ემა, შესაძლოა, გარემოებათა მსხვერპლი ყოფილიყო, რადგან მეთვრამეტე საუკუნე მამაკაცების, გმირებისა და მათი ომების საუკუნე იყო, შესაბამისად, ქალზე ხელის შეწმენდა ყველასთვის ადვილი აღმოჩნდა.

ალ-ჰაქიმი ჩიტი აღმოსავლეთიდან
ჩიტი აღმოსავლეთიდან", აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობების თემაზე შექმნილი მეოცე საუკუნის ეგვიპტური რომანის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს ტიპური პოსტკოლონიური სცენარით დაწერილი ნაწარმოებია და, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, იგიმიიჩნევა არაბულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ევროპაში განათლებამიღებული არაბი ახალგაზრდობის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება.

გოგო რომელსაც ცხოვრება შეწყვეტინეს

გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს" სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისად ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც


„დიდი პატარა ტყუილები“ ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის გამორჩეული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი.

ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა.

ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გადმოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად.

სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?!

„დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია… ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმპატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase