სხვა განზომილება

დანაზოგი 42%
79,50 ₾
46,00 
დანაზოგი: 33,50 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 46 ქულა
+

გონების მიღმა დრეიპერი შერონ


შერონ დრეიპერის "გონების მიღმა" ამბავია პატარა გოგონაზე - მელოდიზე, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. მელოდის მეტყველება არ შეუძლია, არადა, მას ძალიან, ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი... ის ინკლუზიურ კლასში სწავლობს და ძალიან ხშირად უწევს კლასელების და მასწავლებლების მხრიდან დამაკნინებელი მოპყრობის ატანა. ეს არის ძალიან მამაცი ბავშვის სულის შემძვრელი, ლამაზი და სევდიანი ისტორია, ამბავი გოგონაზე, რომელმაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადალახა და საკუთარ თავსაც კი აჯობა. ეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის პირველ პირში მოყოლილი და შეულამაზებლად მოთხრობილი ამბავია.

ღვარძლი, რომელსაც თესავ ენჯი თომასი

ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს. „ღვარძლი, რომელსაც თესავ“; გეტოს სახარებაა – თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა... ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის – მოზარდი სტარის ყოველდღიურობაა. თუმცა, მათი გულგრილობა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისთვის, სამართლისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი ამ წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“; სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.


ღამის ცირკი ერინ მორგენშტერნი

ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება. მაყურებლებმა არ იციან რომ წარმოდგენების უკან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს. აქ, ორ ჯადოქარს შორის, საუკუნოვანი დაპირისპირების კულმინაცია უნდა შედგეს.

მედლინ ლეგლი - გარღვევა დროში

მედლინ ლ’ენგლი ლეგენდარული ამერიკელი ავტორია, მრავალი ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელმაც სახელი საბავშვო და მოზარდთათვის განკუთვნილი წიგნებით გაითქვა.

გარღვევა დროში” ლ’ენგლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელმაც არაერთი ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

2018 წელს გამოვიდა ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული გახმაურებული ფილმი, მთავარ როლებში – რიზ უიზერსპუნი და ოფრა უინფრი.

მეგი კეთილი, ჭკვიანი გოგოა, მაგრამ – ჯიუტი და მეამბოხე, რის გამოც სკოლაში პრობლემები აქვს. მეგის მამა დიდი ხნის წინ, ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტზე მუშაობისას, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და მასზე აღარაფერი სმენიათ. მეგს საოცარი, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ძალიან ენატრება მამა…

ქალბატონმა ვინ-ვინომ, ქალბატონმა რაო-რაომ და ქალბატონმა რომელიომ – სამმა უცნაურმა ქალმა, რომლებიც მეგის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდნენ, ნამდვილად რაღაც იციან მისტერ მიურის ადგილსამყოფლის შესახებ. სინამდვილეში სასწორზე ერთი მეცნიერის სიცოცხლე კი არა, ყველაფერი მშვენიერი და ამაღლებული დევს – სიყვარული, სიკეთე, ხელოვნება, სინათლე… ამ ყველაფრის გადასარჩენად მეგი, სამი ქალბატონი, პატარა ჩარლზ უოლესი და კელვინი დიდ, სახიფათო მოგზაურობაში მიემართებიან.

რობერტ მაკამონი ბიჭის ცხოვრება

ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი მაიმუნია, სახელად ლუციფერი.

კორისა და მამამისის იდილიური სამყარო მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც ისინი წამებით მოკლული ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ. სიკვდილთან საზარელი შეჯახება კორის მამას გონებას აურევს, რის შემდეგაც მას უცნაური ხილვები დაეწყება. საიდუმლო მკვლელის ძიებაში კორი ქალაქის ისტორიის ბნელ მხარეს უნდა დაუპირისპირდეს, ამ პროცესში კი საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ბიჭიდან კაცად გარდაიქმნას.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase