უკვდავი ბიბლიოთეკა - დიდი ფასდაკლება

დანაზოგი 40%
91,50 ₾
55,00 
დანაზოგი: 36,50 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 55 ქულა
+

როცა მეტირება, არ ვტირი მიგელ ოტერო სილვა

„როცა მეტირება, არ ვტირი“ დიდი ვენესუელელი მწერლის, მიგელ ოტერო სილვას (1908-1985) გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ოთხი ვიქტორინოს ამბავი, რომელთაც ერთნაირი ბედისწერა არგუნა განგებამ. ერთი ვიქტორინო დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებულია. სამი კი ვენესუელელია. ისინი მე-20 საუკუნეში ცხოვრობენ. მაშინდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სამივე ერთ დღეს დაიბადა და ეს არის მათი საერთო, მერე თითოეული სხვადასხვა გზით წავიდა. განსხვავებულ სოციალურ წრეში მოხვდნენ, განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ სამივე ჯიუტად მიუყვება ცხოვრების ნებსით თუ უნებლიეთ არჩეულ გზას. თუმცა, რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ? იქნებ რამე შეცვლილიყო? რა უნდა შეცვლილიყო? ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს ამ სამი ვიქტორინოს ამბავს. მოვლენები პარალელურად ვითარდება – ხან ერთ, ხან მეორე, ხანაც მესამე ვიქტორინოს ცხოვრებას მივყვებით, მათთან ერთად ვიძაბებით, განვიცდით, გვიხარია, ვტირით, როცა გვეტირება და თან გაუთავებლად ვიმეორებთ შეკითხვას, რა მოხდებოდა, მათაც რომ ეტირათ?

დანიილ ხარმსის კრებული "შენ ფანჯარაში დამინახავ"
“მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა, სამოციანი წლებისბოლოს, ხარმსი აღმოაჩინა. სიტყვებისა და ასოების თამაშით დაწერილი, ერთი შეხედვით, აბსურდული და ალოგიკური ვარიაციები მომავლის მწერლობა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უდიდესი ექსპერიმენტატორის მიერ დიდი ტრაგიზმითა და იუმორით დაწერილმა ტექსტებმა მომავალში დაიდეს ბინა. ხარმსი – აბსურდული სინამდვილის დღესასწაული! ამ მოგონილ, ილოზიურ „დღესასწაულში“ ვიმყოფებით ჩვენ, ადამიანები, მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა." [მანანა მენაბდე]ლიტერატურაში, აკადემიური მწერლების გარდა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა.

ალესანდრო ბარიკო - "მეოცე" და "აბრეშუმი"

ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მკითხველთა დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. "უკვდავი ბიბლიოთეკის" ეს წიგნი ბარიკოს ორ ნაწარმოებს აერთიანებს: "მეოცესა" და "აბრეშუმს". ორივე მათგანზე ცნობილი ფილმები გადაიღეს ჯუზეპე ტორნატორემ ("ლეგენდა 1900", იგივე "მეოცე") და ფრანსუა ჟირარმა ("აბრეშუმი")

”ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს" - წერს ალესანდრო ბარიკო "აბრეშუმის" წინასიტყვაობაში და მართლაც, მისი ნაწარმოებები სიტყვებად გადმოცემული მუსიკაა, სადაც თითოეული ბგერა უნიკალურად ჟღერს. მისი მუსიკა ზოგჯერ სევდიანია, ზოგჯერ - ცრემლებამდე სიცილის მომგვრელი, ზოგჯერ რომანტიკული სიმღერაა, "თეთრი მუსიკა", როგორც თავად დაწერა "აბრეშუმზე", ზოგჯერ კი, მაგალითად, "მეოცეში", რეგთაიმია, რომელზეც "ღმერთი ცეკვავს, როცა არავინ ხედავს."


მარგარეტ ეტვუდი  ორიქსი და კრეიკი
სამყაროს აღსასრული დადგა.დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი,რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას,რამ დაღუპა კაცობრიობა:კორპორაციების სიხარბემ,მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ?მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის...

ოთახი ხედით 
”ოთახი ხედით" მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები; იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში - გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ. 

რომანტიკული ფლორენცია, გაზაფხულის პირი, იებით მოფენილი ბორცვები, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და პანსიონატი "ბერტოლინი", სადაც კომედიის მუზის ახირებით თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებულ ინგლისელ ტურისტთა ჯგუფი და მათი ცხოვრება სამუდამოდ უკავშირდება ერთმანეთს. ლიუსი ჰანიჩერჩსა და ჯორჯ ემერსონს შორის ჩაისახება გრძნობა, რომელსაც ახალგაზრდები ჯერ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამ ჩანასახის განვითარებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ მიღებული ქცევის წესების, ეტიკეტისა და მართებულობის სახით. 

ყველაზე გაყიდვადი
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase