ორჰან ფამუქი - წიგნების ნაკრები ფასდაკლებით

დანაზოგი 43%
51,00 ₾
29,00 
დანაზოგი: 22,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 29 ქულა
+


თოვლი
თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანი „თოვლი” პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა აღიარებით დღემდე სარგებლობს. რომანში ვითარება თურქეთის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება.
გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნე­ბული პოეტი კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტე­რესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო „ქარპალასის” მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.

ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

ორჰან ფამუქი ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალია, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემა. ის უამრავი ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც ლიტერატურაში და, ამავე დროს, პირველი თურქია, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

„ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და „მილიეთის“ (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის. ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.

ამ თვალსაზრისით “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვისაც.

შავი წიგნი
ადამიანების უმრავლესობა საგ­ნების ძირითად არსს მხოლოდ იმიტომ ვერ ამჩნევს, რომ ეს არსი ცხვირწინ უდევს. ისინი მხოლოდ მეორეულ, ფარულ არსზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის გამო ჩემს ესეებში მთავარს პირდაპირ განგებ არ ვამბობ, მის დამალვას ვცდილობ. თავისთავად ცხადია, ვინც მოინდომებს, ამ დამალულს ბავშვივით იოლად იპოვის და დაიჯერებს. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ უმტესწილად გაზეთს ისე გადაუძახებენ ხოლმე ნაგავში, ვერც იმ აშკარა აზრს ამჩნევენ, პირდაპირ რომ წერია, და ვერც ფარულს, რომლის აღმოჩენასაც ოდნავი გონიერება და მოთმინება სჭირდება.” ორჰან ფამუქი, “შავი წიგნი”
ეს არის წიგნი ყველასთვის, ყველასა და ყველაფერზე. მასში ყოველი მკითხველი აღმოაჩენს რაღაცას თავისას და თავისთვის, რაზეც პასუხი მანამდე ვერსად ეპოვა. აქ ზოგი დაკარგულ სიყვარულს დაეძებს, ზოგი – საკუთარ თავს; ზოგს ეკოლოგიური პრობლემები ადარდებს, ზოგს – თვითმყოფადობის დაკარგვა; ზოგი დასავლური კინოს ძალადობას აპროტესტებს, ზოგს ოდესღაც ძლიერი ქვეყნის დაკნინება სტკენს გულს… ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ ყველას ეხმიანება – ეს პრობლემები მის სამშობლოშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში.
თუმცა ეს ის პრობლემებია, რომლებიც უბრალოდ რომანის ზედაპირზე დევს და რომელთა ამოკითხვას ზედმეტი ჩაღრმავება არ სჭირდება. სინამდვილეში ნაწარმოები არაერთი ურთულესი პლასტისგან შედგება, რომელთა აღმოჩენა და გაანალიზება მკითხველისთვის მიგვინდვია.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase