მონადირე, ქრისტინე და უღუ

დანაზოგი 50%
26,00 ₾
13,00 
დანაზოგი: 13,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 13 ქულა
+

ნინო ნაკაშიძე უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

წიგნში შესულია საბავშვო კლასიკოსი მწერლის, ნინო ნაკაშიძის ცნობილი მოთხრობები: „უღუ და თეთ“, „მგოსანი“, „არ გვიკადრა“, „თბილისი“, „მუხა ესტატე“ და სხვები. მოთხრობაში „უღუ და თეთ“, მწერალი ორი პირველყოფილი ბავშვის არნახულ, დაუჯერებელ თავგადასავალს გვიყვება და დიდი ოსტატობით აღგვიწერს ქვის ხანის ადამიანების ცხოვრებას, მათ უცნაურ ქცევებს, ნადირობის საოცარ სცენებს; მოთხრობაში „არ გვიკადრა“ შთამბეჭდავადაა გადმოცემული სოფელში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმრის განცდები, რომლებიც ქალაქში წასულმა და იქ გადიდკაცებულმა შვილმა უარყო; “მუხა ესტატეში” გადმოცემულია ცნობილი პერიოდი საქართველოს ისტორიიდან, როცა ოსმალოები ბავშვებს იტაცებდნენ… წაიკითხეთ ნინო ნაკაშიძის მოთხრობები, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლებიან ზნეობრივი და უზნეო, კეთილშობილი და უკეთური პერსონაჟები, მაგრამ საბოლოოდ მაინც, როგორც ყველგან, აქაც სიკეთე იმარჯვებს.


ეგნატე ნინოშვილი ქრისტინე და სხვა მოთხრობები

„სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში. ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.


თედო რაზიკაშვილი მონადირე და სხვა მოთხრობები

თედო რაზიკაშვილი მრავალმხრივ გამორჩეული მოღვაწეა. იგი გახლდათ პროზაიკოსი, პოეტი, ფოლკლორისტი და პედაგოგი. ყველასათვის ცნობილი და პოპულარული „ქართული ხალხური ზღაპრების“ ორტომეული სწორედ თედო რაზიკაშვილის მიერ შეგროვებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისგან შედგება. თუმცა ის უმთავრესად მაინც საბავშვო მწერალია. ამ კრებულში შესულია თედო რაზიკაშვილის რჩეული მოთხრობები: „ფითრი“, „მონადირე“, „მოარული ქუდი“, „მიხო და მწვანე კალია“, „ბუს ფეხი“, „სანთელი“ , „ქორის ბახალა“, „ძაღლის ჭკუა“ და სხვები. მწერალი მსუბუქი და ხატოვანი ენით აწვდის ბავშვს ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. მისი მოთხრობები მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით გამოირჩევა



ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase