ფერების სიმრავლე - წიგნების ნაკრები მოზარდებისთვის

დანაზოგი 56%
48,00 ₾
21,00 
დანაზოგი: 27,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 21 ქულა
+

კეტრინების სიმრავლე

შესაძლოა, ინტელექტუალური კოეფიციენტი იმდენად მაღალი გქონდეს, ვინმეს გენიოსი ან თითქმის გენიოსიც ეგონო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის. შესაძლოა, უამრავი შეყვარებული გყავდეს, თუნდაც ყველა ერთი და იმავე სახელით, მაგრამ არც ეს არის საკმარისი ბედნიერებისთვის. მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო? კარგი მეგობარი, კარგი შეყვარებული და საინტერესო თავგადასავალი…
ბესტსელერების გახმაურებული ავტორის, ჯონ გრინის „კეტრინების სიმრავლე“ სწორედ ასეთ საინტერესო ისტორიას გთავაზობთ.

უილ გრეისონი

არ იფიქროთ, რომ წიგნის ყდაზე გამეორებული სახელი და გვარი უილ გრეისონი დიზაინერთა ხრიკია, საგანგებოდ შექმნილი მხატვრული ეფექტი. აქ თქვენ მართლა ორ უილ გრეისონს შეხვდებით: ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თინეიჯერს, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ორ პერსონაჟს, რომელთაც გარემოება მოულოდნელად შეახვედრებს.

ჯონ გრინისა და დევიდ ლევითანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერილი სიუჟეტური ხაზები საინტერესოდ კვეთს ერთმანეთს და მკითხველს მოზარდებისთვის აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრებს.


ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი

სასიყვარულო ურთიერთობის წამოსაწყებად სულაც არ არის აუცილებელი ერთნაირი მუსიკალური გემოვნება, მაგრამ თუ საერთო ინტერესები გაქვთ, ეს შესანიშნავია! მაშინ უცნაურად დაწყებულ ნაცნობობასაც შეიძლება  ეწეროს შედეგიანი განვითარება. და რა იქნება იმაზე უცნაური, რომ გოგონამ გთხოვოს, გახდე მისი შეყვარებული ხუთი წუთით, თუნდაც იმიტომ, რომ „ყოფილთან“ კამათი აირიდოს?

თუმცა მარტო ეს არ არის… მთელი ღამის განმავლობაში ნიკი და ნორა თავიანთი საყვარელი ბენდის საიდუმლო კონცერტის ადგილისა და ამასთან, ნორას მთვრალი მეგობრის მოძებნას ცდილობენ.


ეს არ არის წიგნი

ეს საგანი შენ გარეშე ვერ იარსებებს. შენ შექმნი მის შინაარსსა და დიზაინს. ყველაფერი შენი წარმოსახვისა და ფანტაზიის შედეგი იქნება, ოღონდ იცოდე: დავალების შესასრულებლად ამ საგნის გასაცოცხლებლად სახლიდან გასვლა და ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს.

თუ ეს წიგნი არაა, მაშ, რა გიჭირავს ხელში? პასუხი შენ უკეთ იცი.


Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase