ნაკრები - ერიხ მარია რემარკი

დანაზოგი 30%
44,00 ₾
31,00 
დანაზოგი: 13,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ტრიუმფალური თაღი

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.



დასავლეთის ფრონტი უცვლელია

რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ,რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ...ეს გერმანელი ბიჭები,ნახევრად ბავშვები,ის-ის იყო,სწავლობდნენ,როგორ ეცხოვრათ,როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით,ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს.ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე,მათი მეგობრები კი წლების შემდეგ მწარედ ინანებენ,რომ მათთან ერთად არ დაიღუპნენ.

ლისაბონის ღამე

ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს – პატივს და ღირსებას – აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება. „ღამე ლისაბონში“ პირველად 1961 წელს გამოქვეყნდა. ეს არის ემიგრაციის, პაციფიზმის, ფაშიზმთან შეურიგებლობის, ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. სადაც ვერ შეხვდებით პოლიტიკურ ლოზუნგებსა და პათეტიკას. ეს რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ამბავია.



მოთხრობები

XX საუკუნის ლიტერატურა წარმოუდგენელია დიდი გერმანელი პროზაიკოსის, ჰუმანისტისა და ანტიფაშისტის - ერიხ მარია რემარკის გარეშე. ომისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა მისმა ნაწარმოებებმა შეძრა მსოფლიო და ავტორს არნახული პოპულარობა მოუტანა. ამ გამოცემაში თავმოყრილია მწერლის საუკეთესო მოთხრობები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილ რომანებთან ერთად, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობასა და მკითხველის სიყვარულს.