ლიტერატურული ოდისეა - 4 წიგნი

დანაზოგი 48%
62,00 ₾
32,00 
დანაზოგი: 30,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 32 ქულა
+



ოთახი

მთარგნელი: ტაო ჭალიძე

„ოთახი“ ირლანდილ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარე­მოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი დე, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა.

2015 წელს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა უამ­რავი ჯილდო, და მათ შორის ოთხი ოსკარი დაიმსახურა.

გვერდების რაოდენობა: 430


ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე


მთარგმნელი: სალომე ბენიძე

სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. მკითხველები და კრიტიკოსები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი ავტორის ახალ, მისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობითა და თამამი იდეებით სავსე ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა მწერალს ფატვა გამოუცხადა.

რუშდის ნაწარმოებებში არეული ირეალური და რეალური სამყარო, აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება მეტად საინტერესო სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს. სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია მისი უახლესი, 2015 წელს დაწერილი რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; მომავლის პერსპექტივიდან დანახული ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებში, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება.

გვერდების რაოდენობა: 400




შეჯახება

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში.

რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება – ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა – 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.

გვერდების რაოდენობა: 260




ძილისპირული

„ძილისპირულის“ ავტორი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკია, რომელმაც მსოფლიო აღიარება 1996 წელს გამოცემული „მებრძოლთა კლუბით“ მოიპოვა. წერის მინიმალისტური სტილისა და უაღრესად დაძაბული თხრობის დიდოსტატ პალანიკს პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს.

რომანის მთავარი პერსონაჟი გაზეთის რეპორტიორი კარლ სტრიტორია, რომელიც იკვლევს, რამ გამოიწვია ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა დროის მცირე მონაკვეთში. ის მალევე არკვევს, რომ ყველა გადრაცვლილი ბავშვს სიკვდილის წინა ღამეს ძილის წინ ერთი ლექსი წაუკითხეს. კარლი კვალს მიჰყვება და ერთ-ერთ „მკვლელ“ მშობელთან ერტად ცდილობს გაანადგუროს იმ წიგნის ყველა ეგზემპლარი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი. „ძილისპირული“ 2002 წელს გამოქვეყნდა და პალანიკის ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ნაწარმოებად მიიჩნევა.

გვერდების რაოდენობა: 312





ყველაზე გაყიდვადი
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase