სამეცნიერო ფანტასტიკის ნაკრები (3 წიგნი)

დანაზოგი 61%
46,10 ₾
18,00 
დანაზოგი: 28,10 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 18 ქულა
+

ნეირომანსერი
მომავლის სამყაროს მიწისქვეშეთში ერთი გზააბნეული კოვბოი ცხოვრობს, სახელად ქეისი. ის დეპრესიაშია, რადგან მატრიციდან გათიშეს. ღამღამობით კაფსულაში სძინავს, დღისით კი ჩიბაქალაქის პაბებში სვამს. ერთ დღეს მას უცნობი ადამიანები ეწვევიან და ერთი სამსახურის სანაცვლოდ ვირტუალურ სამყაროსთან დასაკავშირებელი ნერვის აღდგენას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ქეისი თანხმდება. ის მიდის და ჩვენც თან მივყავართ ამ სახიფათო, გამაოგნებელ, მოულოდნელობებით აღსავსე ვირტუალურ თავგადასავალში. კანადელი მწერლის, უილიამ გიბსონის „ნეირომანსერში“ ჩვენ თვალწინ ახალი ჟანრი იბადება. რომანს დამსახურებულად მიიჩნევენ კიბერპანკის ბიბლიად – ჟანრისა, რომელმაც ყველაზე ნათლად და რეალისტურად დაგვანახვა მომავლის საზოგადოების ფსკერი. წიგნი ჟანრული ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – „ნებულას“, ფილიპ კ. დიკისა და ჰუგოს პრემიების მფლობელია. ქეისის ისტორია თქვენს სენსორიუმშიც შემოაღწევს და, მიუხედავად იმისა, რა სახის ყინული დახვდება იქ, სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი წიგნებთან გაკავშირებთ.


ბნელი მატერია

თანამედროვე ამერიკელ მწერალს, ბლეიკ კრაუჩს სხვადასხვა ჟანრის არაერთი ბესტსელერი აქვს დაწერილი. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე კინოფილმი და ტელესერიალია გადაღებული. „ბნელი მატერია“ ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისა და გააზრების მარადიულ პრობლემას ეძღვნება. „მიყვარს ხუთშაბათი საღამოები“, – თავიდანვე უცხადებს მკითხველს ჯეისონ დესენი – ჩიკაგოს ერთი ჩვეულებრივი კოლეჯის ჩვეულებრივი პროფესორი, რომელიც სტუდენტებს კვანტურ მექანიკას ასწავლის – „მეტწილად შესავალ ნაწილს. განსაკუთრებულად მიმზიდველს არაფერს“. რატომ უყვარს მას ხუთშაბათი საღამოები? მართლა უყვარს? რამდენად მნიშვნელოვანია „ხუთშაბათი საღამოების სიყვარული“ მისთვის? სხვებისთვის? და, საერთოდ, რას ნიშნავს „ხუთშაბათი საღამოების სიყვარული“? ეს წიგნი აღწერს იმას, თუ როგორ გვცვლის ჩვენი თითოეული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება, თითოეული არჩევანი… და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს „ხუთშაბათი საღამოების სიყვარულმა“

დასაბამი და იმპერია

სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთს, აიზეკ აზიმოვს, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით, 500-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც.

შეიძლება ითქვას, რომ „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. 1965 წელს მან მოიგო ჰუგოს პრემია ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის.

„დასაბამი და იმპერია“ ორიგინალური ტრილოგიის მეორე წიგნია. თუმცა, ათწლეულების შემდგომ აზიმოვმა სერიას 4 ნაწარმოები შეჰმატა და „დასაბამის“ სამყაროს ქრონოლოგიაში „დასაბამი და იმპერია“ მეოთხე წიგნად გადავიდა. მასში გავრცობილია პირველ წიგნში განხილული თემები და ტექსტი სხვა ლიტერატურულ ღირებულებებსაც იძენს. გვხვდებიან ახალი და საინტერესო პერსონაჟები. ნაწარმოები ღირსეულად აგრძელებს გალაქტიკის ისტორიას და კიდევ უფრო შთამბეჭდავი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვის.


Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase