დეტექტივების დედოფალი 2

დანაზოგი 19%
43,00 ₾
35,00 
დანაზოგი: 8,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 35 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

მკვლელობა ანბანის მიხედვით

სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.

გვერდები: 243

გარეკანი: მაგარი + სუპერი


ჭვავით სავსე ჯიბე - აგათა კრისტი

რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...

სტატუსი:
გაყიდვაშია

გვერდების :229

გარეკანი:რბილი


პადინგტონის სადგური 4:50

ელსფეთ მაკგილიკატი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა.

ყდის ტიპი:მაგარი

გვერდების რ-ბა: 269


მრუდე სახლი

ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.

 

გვერდები: 223

გარეკანი: რბილი







კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა