სერია ომებსა და ადამიანებზე - III

დანაზოგი 31%

გეიშას მემუარები - ართურ გოლდენი

ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები.

ტრადიციების საბრძანებელი  - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით  შემოვლილი მისი ლაბირინთები. 
მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“.


რუხ ჩრდილებს შორის - რუტა სეპეტისი

ლინა ლიეტუველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა.


აუშვიცის ტატუისტი - ჰიზერ მორისი

ლალე, ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა – ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის

მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა... მისმა თავდადებამ იხსნა სხვა ტყვეებიც – მისგან მალულად მიწოდებულმა მოპარულმა პურის ნატეხებმა და ნუგეშისცემამ...

გაზის კამერებში მოსაგუდად განწირული უამრავი ტყვეც სწორედ მისმა სიმამაცემ გადაარჩინა – ლალე მათ ხელებზე ნომრებს ცვლიდა, ახალ ტატუს უკეთებდა. სწორედ იმ ჯოჯოხეთში იპოვა ნამდვილი სიყვარული – მასავით

ტყვე გიტა ფურმანოვა.

„აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია.

გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
სერია:
ომის შედეგები
ფორმატი:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008418
48,00 ₾
33,00 
დანაზოგი: 15,00 ₾
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
გამომცემლობაპალიტრა L სერიაომის შედეგები
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები