მეი მასკი და მაია ასათიანი

30,90 
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ილონ მასკის დედის, მეი მასკის ავტობიოგრაფიული წიგნი: "ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისთვის", ოც ქვეყანაში გამოიცა და ყველგან ბესტსელერების სიაში მოხვდა!

72 წლის მეი მასკი მსოფლიო მასშტაბის სუპერმოდელი, ლიცენზირებული დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი და სპიკერია. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში და მათ გარეკანებზე, როგორებიცაა: "Vanity Fair", "Vogue", "Cosmopolitan", "Marie Claire", "Allure" და "New York Magazine".

მეი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში იზრდებოდა, ახლა კი ლოს-ანჯელესში, თავის შვილებთან ახლოს ცხოვრობს. ის სამი წარმატებული შვილის დედა და უკვე თორმეტი შვილიშვილის ბებიაა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის.

აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.


გამომცემლობა"სეზან ფაბლიშინგი"
ავტორიმეი მასკი
მთარგმნელიგიორგი არონია
კატეგორიაბიოგრაფიულ-მემუარული, მოგონებები, სამოტივაციო
დიზაინერიბესიკ დანელია; თაზო მეიფარიანი
რედაქტორიშორენა შავერდაშვილი, ლალი ქადაგიძე
ენაქართული
გარეკანირბილი
გვერდების რაოდენობა280
ფორმატი19.5 სმ / 12.5 სმ
ISBN978-9941-8-2735-8




მაია ასათიანი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში

„უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა. ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზემოთ ავიხედე. ჭერი არ ჩანდა, ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამ უსასრულო სივრცეში პატარა, ძალიან პატარა ვიყავი. სტუდიის ერთ წერტილში სკამი იდგა, სინათლის მძლავრი ნაკადი ამ სკამს ეცემოდა, კამერების მხარეს ბნელოდა.

ეს ჩემი სამყარო იყო.“

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა