ბაირონ ქეითი - გიყვარდეს ის, რაც არის

რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.

ISBN:
9789941320118
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ავტორი:
ბაირონ ქეითი
ფორმატი:
14X21
გვერდების რაოდენობა:
347
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
24,95 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება