საბავშვო ბიბლიოთეკა - დიდი მოგზაურობა

დანაზოგი 34%
49,00 ₾
32,50 
დანაზოგი: 16,50 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+

ჯინ ბერდსოლი პენდერიუკების ოჯახი 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით. კოტეჯი „არუნდელი“, რომელიც პენდერუიკებმა იქირავეს, მებაღეობით გატაცებული, ძალიან მკაცრი მისის ფრემლის მამულში დგას. მისის ფრემლის ბაღებში დაუკითხავად ხეტიალი ბავშვებისთვის აკრძალულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პენდერუიკები აკრძალვას არ უფრთხიან…

ჯინ ბერდსოლს, ისევე როგორც მისი წიგნის ერთ-ერთ გმირს, ჯეინს, თურმე 10 წლისას სურდა, მწერალი გამხდარიყო. თუმცა, 54 წლისამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა ამერიკის ეროვნული ჯილდო საბავშვო ლიტერატურისთვის. „პენდერუიკების ოჯახი“, სიკეთისა და მეგობრობის კლასიკური ამბავი, საუკეთესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის.


წრიპა ბიჭის დღიური ქათულ და ინგლისურ ენაზე
ბავშვობა მართლაც ძნელია და ეს არავინ იცის გრეგ ჰეფლიზე უკეთ. იგი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, „შკაფებთან“ ერთად ამყოფებენ, ისეთ „შკაფებთან“ პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით. „წრიპა ბიჭის დღიური“ მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული მსოფლიოს 90 ქვეყანაში.


პეპი გამგზავრებას აპირებს

პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 36 კილოგრამი კარამელი და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი პატრონი თუ მოხუცების მჩაგვრელი ჰაერში აბურთაოს, ვეფხვი კი კნუტივით წაიყვანოს გალიისკენ… მაგრამ გაგრძელდება სასწაულები პატარა ქალაქში? პეპის ხომ მოულოდნელად სტუმარი ეწვევა…

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.


დიდედა და რვა ბავშვი ტყეში

ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია.

მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია და ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase