დინოზავრები

25,00 
გაყიდვაშია
ქულები: 25 ქულა
+

ეს არაჩვეულებრივი წიგნია, რომელშიც საფრთხეებითა და სიდუმლოებებით სავსე საოცარი მოგზაურობის დროს მეგზურობას გაგიწევს, აქ შეხვდებით დინოზავრებს, შეიტყობთ მათ შესახებ უამრავ ფაქტს და გახდები ნამდვილი სამაშველო ექსპედიციის წევრი!
არ გეგონოს, რომ ეს ტექნოლოგია ჯადოქრებმა ან უცხოპლანეტელებმა შეიმუშავეს. ეს გახლავთ, სპეციალური ტექნოლოგია, რომელსაც აუგმენტური რეალობა ეწოდება.

ყველა მშობელი განიცდის, რომ პატარები დიდ დროს ატარებენ პლანშეტებთან, მობილურ თუ სხვა მსგავს მოწყობილობებთან – ამიერიდან ეს პრობლემა აღარ არის. ყოველივე ეს გახდება თქვენი განუყოფელი დამხმარე, რომელიც თქვენს შვილებს წიგნს შეაყვარებს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არაჩვეულებრივი ენციკლოპედიაა, რომელიც დინოზავრების სამყაროს ახლებურად გააცნობს ოჯახის პატარა წევრებს. დინოზავრები წიგნის ფურცლებიდან თქვენს სახლში გადმოინაცვლებენ და ისეირნებენ საძინებელში, სასტუმრო ოთახსა და აბაზანაშიც კი… თქვენ წარმოიდგინეთ, მათთან ურთიერთობაც შესაძლებელი გახდება

რეალურ დროში ციფრული ინფორმაციის ინტეგრაცია ჩვენს გარემოსთან – ეს აუგმენტური რეალობაა. ვირტუალური რეალობისგან განსხვავებით, რომელიც ხელოვნურ გარემოს ქმნის, აუგმენტური რეალობა არსებული გარემოს გამოყენებით ხდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი
რას ნიშნავს ყოველივე ეს?
წარმოიდგინეთ, თქვენს საძინებელში, უცბად, დინოზავრმა შემოისეირნა და საწოლზე წამოგორდა…  დიახ, დიახ! ნამდვილად თქვენს საძინებელში და ნამდვილად თქვენს  საწოლზე! შესაძლოა, სასტუმრო ოთახში ტელევიზორის წინ ხორცისმჭამელი დინოზავრიც მოკალათდეს.ს
შეუძლებელია???
ჩვენს წიგნში ყველაფერი შესაძლებელია!

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase