ალუდა ქეთელაური - სტუმარ მასპინძელი (გრაფიკული ვერსია)

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ვაჟკაცობისა და პიროვნული ღირსების ამბავს გვიამბობს. ალუდა ქეთელაურის სახელი მთელ ხევსურეთშია განთქმული, ბავშვმაც კი იცის მისი სიმამაცისა და სიქველის შესახებ. იგი არაერთხელ გამოსარჩლებია თავის თანასოფლელებს. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას იგი შეეტოქება ქისტ მუცალს, რომლის გაუტეხლობა და ვაჟკაცობაც, მტრობის მიუხედავად, ალუდას აღტაცებას გამოიწვევს. ამ ბრძოლაში ალუდა იმარჯვებს, თუმცა მუცალისთვის ქრისტიანული პატივის მიგებას გადაწყვეტს და ამ განზრახვას თანასოფლელებსაც გაანდობს.
 
 
მთაში ვაჟკაცობის ფასი კი იციან, მაგრამ ტრადიციები უმთავრესია. ერთ-ერთი ტრადიციით კი, შეუძლებელია სხვა რჯულის მტერს ქრისტიანულად აუგო წესი. ალუდა მუცალის ღირსებას იცავს, სოფელი თავის წესს და ადათს. ვინ გაიმარჯვებს ამ ძნელ ბრძოლაში?
 
 
ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა
ილუსტრატორი: სოფო კირთაძე


ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოსა და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციის – სტუმარ-მასპინძლობის ამბავს გვიამბობს. ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური ნადირობისას შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა ვერ იცნობს თავის ძმის მკვლელს, ქისტების რისხვას - ზვიადაურს, დაუმეგობრდება მას და შინ ღამის გასათევადაც მიიპატიჟებს. ეს ამბავი არ გამოეპარებათ ქისტებს, ისინი კარგად ცნობენ მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და გადაწყვეტენ ჯოყოლას სახლშივე შეიპყრონ იგი. თუმცა, ზვიადაური ხომ ჯოყოლას სტუმარია. მთაში კი სტუმარ-მასპინძლობის წესი მტრობაზე აღმატებულია. რას იზამს ჯოყოლა, როცა მოძმე ქისტები მისი სტუმრის მოსაკლავად მოადგებიან?!

ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა
ილუსტრატორი: სოფო კირთაძე

გამომცემლობა:
არტანუჯი
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ილუსტრატორი:
სოფო კირთაძე
ფორმატი:
17.50 X 25.50
გვერდების რაოდენობა:
41
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008055
30,00 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
ილუსტრატორისოფო კირთაძე