ვეფხისტყაოსანი - პროზაული ვერსია და ქართული ჰაგიოგრაფია

დანაზოგი 9%

ვეფხისტყაოსანი – პროზაული ვერსია

ბაჩანა ბრეგვაძე
შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ახალი პროზაული ვერსია მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს საქმე გამოჩენილმა მთარგმნელმა და მოღვაწემ, ბაჩანა ბრეგვაძემ ითავა. მან ორიგინალური ფორმით დაგვანახა უკვდავი პოემა. ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია ვეფხისტყაოსნის ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა. წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენია მოზარდებისთვის,  რადგან პროზაულად წარმოდგენილი უდიდესი სიყვარულისა და მეგობრობის ამბავი გამარტივებული ფორმითაა და მარტივად აღსაქმელია. პოემის თითოეული სტროფი დანომრილია, რაც ხელმისაწვდომს ხდის სასურველი სტროფის პერიფრაზირებული ვერსიის მოძიებას წიგნში.

გვერდები:332
ფორმატი:14.8x21
ყდა:მაგარი



ქართული ჰაგიოგრაფია

წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ,  დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა,  მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს მიაწოდოს გამოცდილი ავტორების მიერ თანამედროვე ქართულად ქცეული უნიკალური ტექსტები.

ჰაგიოგრაფიული თხზულებების შინაარსები, როგორც წესი,  შემოკლებული სახით გვხვდება, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ მინიმალურად შევამცირეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და თანამედროვე ენითაა მოწოდებული ყველა ძირითადი ასპექტი: ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვ. მათი გათვალისწინებით კი გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.

ზომა: 14.8X21.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 268
ყდა: მაგარი


ენა:
ქართული
ფორმატი:
15x21.5
გვერდების რაოდენობა:
268-332
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000006485
34,00 ₾
30,90 
დანაზოგი: 3,10 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ