სული-ჩიტი

დანაზოგი 25%
15,95 ₾
12,00 
დანაზოგი: 3,95 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 12 ქულა
+

გვერდები: 156

ფორმატი: A5
ყდა: რბილი

ფასი: 15.95

სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი.

    ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება.

    თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდ- ნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე.

    შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები? – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით გამოცემულ ახალ წიგნში ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე იპოვით პასუხს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase